სუდანის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება 72-საათიან ზავზე შეთანხმდნენ

სუდანის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება 72-საათიან ზავზე შეთანხმდნენ

სუდანის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება 72-საათიან ზავზე შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყურბან ბაირამის დასრულებამდე იმოქმედებს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ზავის პერიოდში ჰუმანიტარული დერეფნები მოეწყობა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია მოხდება.

არეულობა ქვეყანაში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ, 15 აპრილს დაიწყო. გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 185 ადამიანი ემსხვერპლა, 1800-ზე მეტი კი დაიჭრა.