„არ გამოვრიცხავ, სასამართლო სისტემის მიმართ ინტერესის უკან ნაციონალების აღდგენის, მათი ძალა-უფლებაში ხელახალი მოსვლის ინტერესი იყოს“

„არ გამოვრიცხავ, სასამართლო სისტემის მიმართ ინტერესის უკან ნაციონალების აღდგენის, მათი ძალა-უფლებაში ხელახალი მოსვლის ინტერესი იყოს“

აშშ-ის სახელმწიფო მდივნი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება ეფუძნება არა ფაქტებს, არამედ საელჩოს და საკუთრივ, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის წარმოდგენებს ამ მოსამართლეებზე. ოფიციალური თბილისის არგუმენეტირებული მოთხოვნა - საკითხის ირგვლივ წარმოდგენილ იქნეს მყარი, დადასტურებული მტკიცებულებები საელჩოს მხრიდან, უპასუხოდ დარჩა. მოსამართლეთა დასანქცირების შემდეგ აშშ-ის ელჩი უკვე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ლობირებს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დადგენილების პროექტის კენჭისყრისთვის საჭირო კვორუმი მესამედაც არ შედგა. შესაბამისად, კენჭი ვერ ეყარა მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. ცხადია, ქართული საზოგადოება შორს არის იმ აზრისგან, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე, ცერცვაძე, გვრიტიშვილი და სხვები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების მორჩილი მსახურები იყვნენ, დღეს შეიცვალნენ, მაგრამ იმას, რასაც აშშ-ის საელჩო აკეთებს, ეს ღიად ადასტურებს საელჩოს მოტივაციას საქართველოს სასამართლო სისტემის კონტროლთან დაკავშირებით.

კელი დეგნანის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნა ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც მისი თქმით, ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში.

ელჩი ამტკიცებს, რომ მოსამართლეებთნ დაკავშირებით არავითარ შეცდომას ადგილი არ აქვს, აშშ აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას. თუმცა, რამდენად სანდო და ფაქტებით გამყარებულია ეს ინფორმაციები, როდესაც საუბარია კორუფციულ ბრალდებაზე, ამაზე კვლავ არაფერი თქვა.

„ჩვენ ჩავატარეთ ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა, შევაგროვეთ ინფორმაცია, რომლის უმრავლესობა არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, იქამდე, სანამ ამას ჩავუშვებდით სისტემაში, რომელიც მიდის სახელმწიფო მდივნამდე. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა დაამტკიცა ეს შეზღუდვები, რადგან ჩვენ აბსოლუტურად ვიყავით დარწმუნებულები ამის საფუძვლებში.

ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას, რაც გულისხმობს მათ ჩართულობას კორუფციულ აქტივობაში. ჩვენ ჩავატარეთ ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა, შევაგროვეთ ინფორმაცია, რომლის უმრავლესობა არის საჯაროდ ხელმისაწვდომი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩი თავად ადასტურებს, რომ თავად იყო ინიციატორი მოსამართლეთა დასანქცირების, ისევე როგორც ლობირებს ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ კელი დეგნანი იყო სავიზო შეზღუდვების ინიციატორი, მან დაადასტურა, რომ იხელმძღვანელა საჯარო წყაროებით, ანუ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციებით.

„მიმაჩნია, რომ აშშ-ის ელჩის ეს ინიციატივა მოემსახურა არა სასამართლო სისტემის მდგრადობას და შემდგომ განვითარებას, არამედ უფრო რეალურად მოემსახურა სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის წახალისებას. კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მხოლოდ და მხოლოდ, საჯარო წყაროებით, ანუ მედიაში გამოქვეყნებული გარკვეული ინფორმაციებით იხელმძღვანელა, რომელთა უკანაც რამდენად არის სანდოობა, რამდენადაა ფაქტებით გამყარებული, ან საერთოდ, რამდენად შეესაბამება რეალობას, როცა საუბარია კორუფციულ ბრალდებაზე, არაფერი თქმულა.

მოგეხსენებათ, საქართველოს მედია ისეთი დონის პლურალიზმით და ისეთი დონის მასალების სიჭრელით გამოირჩევა, თუ ჩვენი მედიის, ან რომელიმე ექსპერტის განცხადების საფუძველზე შეიძლება რამე ვერდიქტი გამოვუტანოთ ადამიანს, მერწმუნეთ, რომ საქართველოში არც ერთი ადამიანი არ დარჩება, რომელიც სანქციებს ასცდება, თუ ამას ვინმე მოინდომებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ შემაძრწუნებელი სანახავია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეს ეფარებიან, მის ღირსებას იცავენ და გაჩერებული აქვთ საპარლამენტო საქმიანობა.

„ყოჩაღ, მივიდნენ აქამდე მმართველობის 11 წლის თავზე, ვულოცავ „ქართულ ოცნებას“ იმ საძაგელი მურუსიძის ღირსების დაცვას! „ქართული ოცნება“ სასაცილო მდგომარეობაშია ჩავარდნილი, ოპოზიცია კი მიხვდა, რომ „ბოიკოტობანა“ სასაცილო იყო და ახლა „ბედნიერი და თვალებანთებული არიან“.

რას ჰქვია „ჩვენ არ გვინდა საგამოძიებო კომისია“? რეგლამენტში წერია, რომ 50 ოპოზიციონერ დეპუტატს შეუძლია შექმნას, რა შუაშია უმრავლესობა? რამდენ ხანს უნდა მოახდინონ პარალიზება და რამდენ ხანს გააჩერონ პარლამენტი? მარტო ეს კომისია ხომ არაა, სხვა ნებისმიერი კანონი გაჩერდება და გაჩერდა“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კომისია, ფაქტობრივად, შექმნილია და ვერდიქტიც გამოტანილია - „კლანი“ „ქართული ოცნების“ გარეშე არ არსებობს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ბრძოლა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის გაგრძელდება, ვიდრე „კლანური“ მართვა არ დასრულდება.

„ეს არის ოპოზიციის მხრიდან სწორად დაგეგმილი და წარმართული პროცესის შედეგი. ოპოზიციის მობილიზებამ და საკითხზე კონცენტრირებამ მოიტანა შედეგი, რომელიც დღეს უკვე არის ნათელი. კომისია ფაქტობრივად შექმნილია და ვერდიქტიც გამოტანილია - „კლანი“ „ქართული ოცნების“ გარეშე არ არსებობს.

„კლანი“ არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პროდუქტი, რითაც ისინი მართავენ სახელმწიფოს, მათ შორის აღწევენ არჩევნებში იმ შედეგებს, რა შედეგებსაც იფორმებენ ფურცელზე. ბრძოლა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ, რომ ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, გაიშიფროს და დასრულდეს კრიმინალური, „კლანური“ მართვა სახელმწიფოში და ყველა სხვა სახელმწიფო უწყებაში“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ანა ნაცვლიშვილმა.

მაშ ასე, დეგანის მცდელობის მიუხედავად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დადგენილების პროექტის კენჭისყრისთვის საჭირო კვორუმი მესამედაც არ შედგა. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ მთელს ამ პროცესში მთავარი მოქმედი პირი არის ელჩი.

„მე მაინც ვერ გამირკვევია სასამართლოს მიმართ ინტერესი არის უფრო უპრიანი, თუ ნაციონალების მიმართ ინტერესი. გავიხსენოთ, რომ ლაშა ჩხიკვაძის მიერ გამოტანილი განაჩენის ფრაგმენტში გვარამიას პერსონა დაიცვა დეგნანმა. არ არის გამორიცხული, რომ მთლიანობაშიც სასამართლო სისტემის მიმართ ინტერესის უკან იყოს ისევ და ისევ ნაციონალების აღდგენის, მათი ძალა-უფლებაში ხელახალი მოსვლის ინტერესი. ელჩის ეს ინტერესი რითია განპირობებული, ძნელი სათქმელია, მაგრამ არის ასეთი შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ რაღაცებზე ეჭიდავება ამერიკას, სააკაშვილი არ ეჭიდავებოდა. ამიტომ, ამერიკისთვის სააკაშვილი ჯობია და მისაღებია, ვიდრე ეს ხელისუფლება. არის ასეთი მოსაზრებაც“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგის განცხადებით, როდესაც საელჩო ასე ღიად უპირისპირდება ხელისუფლებას და იმ შტოს, რასაც სასამართლო სისტემა ჰქვია, ფაქტობრივად, ეს არის სხვა მოსამართლეების შანტაჟი და ზეწოლა, რომ თუ აშშ-ის საელჩოს ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი, მოექცევიან სანქციის ქვეშ.

„რასაკვირველია, რომ ეს არის შანტაჟი, დაშინება და გარდა იმისა, რომ გამგზავრება ეკრძალება თვითონ პერსონას, ეს ვრცელდება ოჯახის წევრებზეც. მსგავსი პრეცედენტი, როდესაც აშშ-ის საელჩო ღიად ემუქრებოდა და აშანტაჟებდა მოსამართლეებს, არ ყოფილა 2003 წელს, როდესაც ღიად უპირისპირდებოდა შევარდნაძის ხელისუფლებას, მაგრამ მაშინაც კი მოსამართლეები არ იყვნენ გამოყოფილი.

ამიტომ მგონია, რომ ახლაც დაახლოებით ისეთივე მოტივია, რომ ხელისუფლებაში მოიყვნანონ ესა თუ ის ჯგუფი, მაგრამ ამ შემთხვევაში, მოსამართლეები არიან ამორჩეული მაგ საქმის ბერკეტად და არის მაგაში ლოგიკა, თუნდაც იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ციხეშია და გარდა პრეზიდენტისა, მისი გათავისუფლების ერთ-ერთი მექანიზმი შეიძლება იყოს სასამართლო სისტემაში ცვლილება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, უკვე აშკარაა და ვეღარც იმალება კელი დეგნანის საკმაოდ თავხედური განცხადებები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს ეხება. როგორც ანალიტიკოსი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი უცხო ქვეყნის დიპლომატის მხრიდან ჩარევა მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში.

„უკვე ვერც დაფარავს, რომ ე.წ. სანქცირება ვიზების შეზღუდვით პროექტი დაიწერა აშშ-ის საელჩოში. ტექნიკურად და იერარქიულად ასე ხდება, როდესაც ამერიკის საელჩოები ვაშინგტონს აწვდიან თავიანთან მოსაზრებებს და შეფასებებს, შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტი უჯერებს საელჩოს და მიყვებიან მათ შეფასებებს. ძალიან საკვირველია, როდესაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე იყო ზეწოლა და მან ეს საჯაროდ თქვა, მაშინ რატომ არ გაჩნდა ინიციატივა, რომ შექმნილიყო ე.წ. საგამოძიებო კომისია?

მართებული შეკითხვებია, რატომ არ იყო შევარდნაძის ხელისუფლების მოსამართლეებზე მსგავსი ზეწოლა? მით უმეტეს რატომ არ იყო სააკაშვილის ხელისუფლების მოსამართლეებზე ზეწოლა? ანუ, ეს ყველაფერი ერთობლიობაში თუ გავაანალიზეთ, გვაძლევს იმ სურათს, რომ ამერიკის ელჩი დეგნანი და მისი კურატორები ვაშინგტონიდან დაინტერესებული არიან, რომ საქართველოში იყოს მუდმივი არეულობა და ამით სარგებლობდეს რადიკალური „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები, ეს ძალიან სამწუხარო და დასანანია“, - აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი იმედოვნებს, რომ აშშ-ის დედაქალაქში პოლიტიკის მკეთებლები მიხვდებიან, რომ არ შეიძლება რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პატრიოტთან, საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება და მით უმეტეს ამგვარი სანქცირებით ისინი ვერ მიაღწევენ შედეგს, პირიქით უკუშედეგები დგება.

„მოსამართლეთა კორპუსი უფრო შეკავშირებული და მყარი გახდა. ხალხში კიდევ უფრო გააღვივა ანტიამერიკული განცხადებები, რაც ნამდვილად არ არის მოსაწონი. ანტიამერიკული და ანტიდასავლური ნარატივების გაღვივება ჩრდილოელი ოკუპანტის, რუსეთის ინტერესშია. თუ ამას ამერიკელი სტარტეგები და ანალიტიკოსები ვერ თვლიან, ეს არის მათი ძალიან დიდი პრობლემა, მაგრამ ეს ნამდვილად არ მიკვირს, რადგან ბოლო პერიოდში ურთიერთობა გაიფუჭეს როგორც ისრაელის ხელისუფლებასთან, ასევე თურქეთთან, უნგრეთთან და პოლონეთთანაც აქვთ გარკველი დაძაბულობა. ამერიკაში რესპუბლიკური პარტია ხმამაღლა ამბობს, რომ ამგვარ დაძაბულობაში და გლობალურ ტურბულენციაში დედამიწაზე უფრო პრიორიტეტული ხდება ჩინეთის ინტერესები და ეს ნამდვილად არ არის ამერიკელი ხალხის ინტერესებში“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.

trampi ეს ტარტაროზი რო აღარ მიეთრევა საქართველოდან ხომ ხედავთ??
საქართველო ვერ აწეწ--დაწეწა, ნაცები ხელისუფლებაში ვერ დააბრუნა, კოლუმბის დავალებებში ყველაფერში ჩაისვარა და სად წავა??
ანუ იქ ჩასასვლელი პირი არა აქვს და სად წავა ??
იქ აწი ალბათ დამლაგებლადაც აღარსად არ მიიღებენ, პირდაპირ პენსიაში გაუშვებენ და გიჟიაა წავიდეეს??
სად წავა--- აქ არ ურჩევნიაა?
გიჟი ქალაქს მივიდა ჩემს სახლს აქა სჯობიაო...ესეა მაგის საქმე..
ისე კი........ ცუდ ადგილზეა თუ რაა?? .
.დაჟე იქნებ სამისდღესიოდაც აღარ წავიდეს აქედან და ასე გვიშალოს ნერვები--არააა გამორიცხული
ფუი ეშმაკს..... ფუი !!!!!!!!!!!
1 წლის უკან
amo ამერიკას მოუწევს შეცვალოს ტონი და ამის შესრულებას, უახლოეს პერიოდში, სწორედ ამ ქალბატონის გაწვევით დაიწყებს.
1 წლის უკან
ლაზი მურუსიძე შეიძლება ნამდვილად საძაგელია, მაგრამ ეს არ არის იურიდიული საფუძველი კორუმპირებულობის ბრალდების წასაყენებლად. ბრალდებას დასაბუთება სჭირდება და ამისათვის პრესის ინფორმაციები საკმერისი არ არის. ამასთანავე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამბობს ანუ ვინც ბრალს დებს. ეს ანბანური ჭეშმარიტება ყველამ იცის, მაგრამ სხვა რამეში უნდათ გამოიყენონ და თავს იყრუებენ. მურუსიძის ამერიკაში შეშვება თუ არ უნდოდათ, შეეყვანათ არასასურვეთა სიაში და თუ ჩავიდოდა გამოაბრუნებდნენ საზღვრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი არის საბაბი სხვა მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რაც ძალიან უხერხულად გამოიყურება მეგობარი ქვეყნის პოზიციიდან.
1 წლის უკან
ცუგო- ეს არის პრიმიტიული მცდელობა დააშინონ სხვა მოსამართლეები და დაიმორჩილონ ისინი... ესე არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, როცა არ ქმნიან კომისიას, ანუ არ დააშინებიონ მოსამართლები.
ძალიან მდაბიო, ძალიან ამაზრზენი საქციელია "ჩვენი მეგობრების" მხრიდან.
1 წლის უკან
არაგველი641 დიახ, მეფე შიშველია!!! 30 აპრილს დაიწყება ხალხის მიერ სახელმწიფოებრიობის დაცვა!!!
შევიკრიბოთ ყველანი!!!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ძალა სიმართლეშია!
სადაც კაცი ქორწინდება კაცზე, ქალი ქორწინდება ქალზე და თანაც ითხოვენ ეკლესიაში ჯვრისწერის უფლებას, სადაც 50-60 წლის ასაკის მათი გენერლები და ადმირალები საკუთარ სქესში ვერ გარკვეულან, ჰორმონებს ღებულობენ, რომ ქალად გადაიქცნენ, ... და ა.შ. ამათგან რა უნდა გაგიკვირდეს?! მათი დედის რძე ტყუილი და მანიპულიაციაა! ეს არის მთელი აშშ და ბრიტანეთი, ბაიდენი, ბლინკენი, სენატორი რიჩი და პერაშკის მცხობელი ვიქტორია, ვირთხა რიში სუნაკი და გერმანელი მწვანე ნაშა ლიზა ბერბოკი, დაცემული შოლცი...! თუ კოლექტიურ დასავლეთს ქართველმა ხალხმა უმოკლეს ვადებში არ უთხრა ხმამაღალი,მკაფიო არა, თუ ამ ეშმაკის ნაშიერთ უახლოეს დროში არ ავუკარით გუდანაბდი საქართველოდან, მალე, სულ მალე გვაიძულებენ წინაპართა, დედ-მამის საფლავებზე მოვისაქმოთ! ქართულად ლაპარაკს აგვიკრძალავენ. აფთიაქში, მაღაზიაში რომ შევიდეთ წამალის და პურის საყიდლად ლგბტ-სთან ტოლერანტობის დამადასტურებელ ვარდისფერ პასპორტს მოგვთხოვენ! სუვერენიტეტის "აღდგენიდან" განვლილ 32 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 2 მილიონი ადამიანით შემცირდა 3,5 მილიონი დავრჩით. რეალურად აღარც ამდენნი ვართ, რადგან ერის მომავალი ახალგაზრდობა მიილტვის მაძღარი ცხოვრებისაკენ და ბედ-იღბალის ძებნაში სტოვებს სამშობლოს. უფროსი თაობა, დიასახლისები უცხო ქვეყნებში ღამის ქოთნის გამტანებად არიან დასაქმებული. სამშობლოს სიყვარულში, სამშობლოს მომავალზე მოფიქრალი დიდი ისტორიის ერისაგან, ცდილობენ უთავმოყარეო გაძეხიების - მომხმარებლების საზოგადოებად გადაგვაქციონ! შეიქმნა ბალენსიაგას კალოშებზე და სხვა ჯღანებზე დაფანატებულთა ფართო კლუბი! დროზე შემოვკრათ განგაშის ზარები, საერთო სახალხო მოძრაობა გვჭირდება! ამისათვის უპირველესად უნდა გაუქმდეს პოლიტიკური პარტიები, საერთოდ, როგორც ასეთი. ხმამაღლა უარი უნდა ითქვას საქართველოში დასავულრი ლიბერალ-ლგბტ დემოკრატიის დანერგვის პროცესზე! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუნდაც სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს თავიდან უნდა მოვიშორეოთ გარყვნილი მტარვალი აშშ და ევროკავშირი!
30 აპრილს ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, ქუდზე კაცი უნდა ვეცადოთ და მშვიდობიანი ფორმით გავაგებინოთ მტარვალ კოლექტიურ დასავლეთს , ვერ გადაგვტეხავთ, მამა - პაპათა სჯულზე ხელს ვერ აგვაღებინებთ, ავს თუ ავი არ ვუწოდეთ მაშინ კარგი ვითარ ვაქოთ, შორს თქვენი სისხლში ამოსვრილი ხელები? თქვენი მყრალი ლგბტ ოხშივარი საქართველოსგან, თბილისიდან, მთაწმინდის პანთეონიდან! განვედით, წადით სანამ დროა!
1 წლის უკან
trampi ხალხნოოოო.....პარადი მაქვს პარადი
გადაეცით....... გადაეცით .............. ამერიკის ლენჩს გადაეცით.....
..გადაეცით და უთხარით რომ ტრაკი უჩანს ტრაკი....თანაც რა ტრაკი
...ფუუუუუ ... ფუუუუუ.....ფუუუუუ................
მოკლედ მიმიქარია ვანგა............. მე უფრო სონა მკითხავის მემკვიდრე ვარ
ასე რომ --------------------------- ქუნემ კოლუმბი, ქუნემ
ისე ქუნემ კოლუმბის პარადი პირადად მე უნდა ჩავიბარო., პირადად მე ...
ჩავიბარებ კიდეც!!!!!!!!!!!!!!
თუ არადა ნახავთ.
1 წლის უკან