„მარტის აქციების დროს რადიკალებმა დაარწმუნეს ახალგაზრდები, თითქოს ხეს არა მიწაში, არამედ ჰაერში შეიძლება გამოუვიდეს ფესვები“

„მარტის აქციების დროს რადიკალებმა დაარწმუნეს ახალგაზრდები, თითქოს ხეს არა მიწაში, არამედ ჰაერში შეიძლება გამოუვიდეს ფესვები“

„საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ. შეიძლება გეგონოს, ქრისტეს საქმეს აკეთებ და სინამდვილეში ბარაბას საქმეს ემსახურებოდე“, - ამის შესახებ ბოდბის მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა დიდი ხუთშაბათის ღვთისმსახურების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

დღემდე დავობენ, რა მოხდა 7-8 მარტის აქციების დროს, ეს იყო მასობრივად შეცდომაში შეყვანილი და ნაცებს აყოლილი ახალგაზრდობის პროტესტი, რომელთა ნაწილიც სიძულვილს ავლენდა თავისი დედაქალაქის და სამართალდამცავების მიმართ და გზად ყველაფერს ანადგურებდა, თუ ეს იყო მამათა და შვილთა დაპირისპირება?! ე.წ. Gen Z თაობის ამბოხი, რომელმაც მამების თაობას ვერ გაუგო და მამებთან დაპირისპირების პრეცედენტი, რომელიც საქართველოს ისტორიისთვის პირველი არ არის.

ცალკეული ადამიანები მიიჩნევენ, რომ სულაც არ არის საჭირო შვილების თაობის გაიდეალება, რაც მარტის ცხელ დღეებში ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიებიდან ისმოდა და ისეთ რაკურსს სძენდა მოვლენებს, თითქოს მავანს სურდა, ამოფარებოდა ამ ახალგაზრდებს და მათი ხელით მოეღო ბოლო საკუთარი პოლიტიკური გაკოტრებისთვის. ბევრი ფიქრობს, რომ სულაც არ არიან ეს ახალგაზრდები გმირები, უბრალოდ, ყველა თაობას ჰყავს კარგი და ცუდი ახალგაზრდები და ამ თაობის ფეტიშიზაციაც დაუშვებელია.

თვითონ ამ თაობას რომ ჰკითხოთ, მათ მიაჩნიათ, რომ მცდარად ლანძღავენ, რომ ტელეფონებში ქექვის მეტს არაფერს აკეთებენ, სინამდვილეში, ეს თაობა დარწმუნებულია, რომ მამების თაობისგან განსხვავებით, მიწასთან კი არ გაასწორებს საქართველოს, არამედ ინოვაციურ იდეებს, თანასწორობას, სამართლიანობას მოუტანს, რაც წინა თაობებს აკლდათ.

მწერალი მერაბ შათირიშვილი მიიჩნევს, რომ მარტის აქციების დროს არავითარი მამათა და შვილთა დაპირისპირება არ ყოფილა. ეს იყო ახალგაზრდების მცდარი შეხედულების გამოყენება, რომელიც დანერგეს მათი აღზრდისა და განათლების პარალელურად.

„საინტერესოა ის ფაქტი, რომ მარტის აქციების დროს გამოყვანილი და შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდები 9 აპრილის საპროტესტო აქციაზე ლევან ხაბეიშვილის და სააკაშვილის მხარდასაჭერად არ მისულან, სამაგიეროდ, მივიდნენ 7-8 მარტის აქციაზე. ტენდენცია იქითკენაა, რომ მარტის აქციების დროს რადიკალებმა დაარწმუნეს ახალგაზრდები, თითქოს ხე შეიძლება გაიზარდოს ჰაერში, არა მიწაში, არამედ ჰაერში შეიძლება გამოუვიდეს ფესვები. მათაც ეგონათ, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი აგენტების შესახებ დააზარალებდა მათ სწავლა-განათლებას, მოხდა პროტესტის აგორება და მერე უკვე აზარტში შევიდნენ“, -აცხადებს მერაბ შათირიშვილი for.ge-სთან საუბრისას.

მისივე მოსაზრებით, საერთოდ, ახალგაზრდობას სჩვევია, გორგალივით რომ წამოვა ერთი გუნდა მწვერვალიდან, მერე შეიძლება ამას ზვავი მოჰყვეს. ამის გამოვლინება იყო ის პროტესტიც. გამოვლინდა ისიც, რომ უდიდესი შეცდომა და ხარვეზია განათლების სისტემაში.

თუმცა, მერაბ შათირიშვილის მოლოდინით, ახალგაზრდების 70-80%, ვინც მარტის აქციების დროს გამოვიდა, ნელ-ნელა დარწმუნდება, რომ მათი გამოსვლა მცდარი იყო, მათი გამოსვლა არ იყო ქართული, არ იყო ქვეყნის მომავალზე გათვლილი. თითოეული მათგანისთვის რომ გეკითხათ, ვერ აგიხსნიდნენ, რისთვის გამოვიდნენ. მათი გამოსვლა იყო, რომ არ გვინდა რუსეთი, გვინდა ევროპა.

„ვის უნდა რუსეთი?! ამაზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ მავანმა ეს ახალგაზრდები ხელახლა არ გამოიყვანოს ქუჩაში“, - მიიჩნევს მერაბ შათირიშვილი.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ მარტის აქციები არ იყო მამათა და შვილთა დაპირისპირება, ეს იყო ხელისუფლების დაპირისპირება მომიტინგეებთან.

„ხელისუფლებამ რატომღაც ჩათვალა, მსუბუქად გადაივლიდა ეს ყველაფერი, მაგრამ მიიღეს ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა. თუ 9 აპრილს დაიღვარა სისხლი, მადლობა ღმერთს, აქ სისხლი არ დაიღვარა, მაგრამ ერთი თვალი დაიკარგა. კობახიძე წინასწარ ამბობს, ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავეაო, საიდან იცის, რომ დამნაშავეა, ჯერ ხომ სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ეს ხომ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაა. როდის დაიწვა პოლიციის მანქანა? როცა პოლიციამ დაარბია. 1989 წლის 9 აპრილს ჩემი ძმა სცემდა სამხედროებს, ცხვირ-პირი დაუმტვრიეს, სახლში მოათრია ჩაფხუტები, რეზინის ხელკეტები და ფარები, ამიტომ ჩემი ძმა უნდა დაეპატიმრებინა საბჭოთა არმიას? მაშინაც სხვა გზა არ დაუტოვეს რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქეებს გარდა იმისა, წინააღმდეგობა გაეწიათ“, - გვითხრა პაატა ზაქარეიშვილმა.

რომანი ზაქარეიშვილის აბდაუბდა არ ეკადრება ამ საიტს. ზოგიერთ საკითხზე შეიძლება მასთან საუბარი, მაგრამ ყველაფერზე არ ღირს.
1 წლის უკან
mamuka65 როგორც ჩანს ეს პაატა ზაქარეიშვილი აზროვნებითაც ბლუა!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ხშირად ჭკვიანი ადამიანებიც ვერ არიან ბოლომდე ადეკვატურები, ხანდახან ისეთ სისულელელეს იტყვიან, რომ პაატა ზაქარეიშვილსაც კი გადააჭარბებენ. მაგალითად, ვნახოთ რას ამბობს მერაბ შათირიშვილი - მათაც ეგონათ, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი აგენტების შესახებ დააზარალებდა მათ სწავლა-განათლებას, მოხდა პროტესტის აგორება და მერე უკვე აზარტში შევიდნენ“, - ხო თურმე სულ სწავლა-განათლებაზე ფიქრობენ და მღელვარებენ ეს ყურ, ცხვირ ... და ჭკუა გახვრეტილი, მოტატუირებული ბალენსიაგაზე დაფანატებული ახალგაზრდები?! დღე და ღამ წიგნებს ჩასჩიჩინებენ, ბიბლიოთეკებში რიგში დგანან და მეცნიერები დაუფლებას პირველს წყაროებიდან ცდილობენ?! პლანი და კლუბური ნარკოტიკი არც კი გაუგონიათ?! როგორ გეკადრებათ?! მაგრამ 2 გვერდიანი კანონი ვერ წაიკითხეს, ამის დრო სად აქვთ, გენაცვალე, აბა" მოლოტოვის კოკტეილების" დასამზადებელი რეცეპტები როდისღა შეისწავლონ?!
1 წლის უკან