Reuters: ელზასის რეგიონში, საპროტესტო აქციის მონაწილეები ემანუელ მაკრონს სტვენით შეხვდნენ და მას გადადგომისკენ მოუწოდეს

Reuters: ელზასის რეგიონში, საპროტესტო აქციის მონაწილეები ემანუელ მაკრონს სტვენით შეხვდნენ და მას გადადგომისკენ მოუწოდეს

ელზასის რეგიონში, საპროტესტო აქციის მონაწილეები საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სტვენით შეხვდნენ და მას გადადგომისკენ მოუწოდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ქარხნის ტერიტორიის გარეთ, რომელსაც ის ელზასის რეგიონში სტუმრობდა, საპროტესტო აქციის მონაწილეები მაკრონს შეძახილებით შეხვდნენ.

18 აპრილს, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მას ესმის საფრანგეთის მოქალაქეების ბრაზი საპენსიო რეფორმის გამო. მისივე თქმით, ნანობს, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.

მაკრონმა აღიარა, რომ საპენსიო რეფორმამ, მოქალაქეების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, რეფორმა ძალაში შემოდგომიდან შევა, საზოგადოებაში შექმნილი დაძაბულობის განსამუხტავად კი, ახალი შრომითი რეფორმა დააანონსა.