სუდანში ბოლო 2 დღის განმავლობაში, ერთდღიანი ზავი მეორედ ამოქმედდა. არმიისა და სწრაფი მხარდაჭერის ძალების მეთაურებმა კიდევ ერთხელ დადეს პირობა, რომ 24 საათით ცეცხლს შეწყვეტდნენ. პირველად დროებითი ზავი, გუშინ საღამოს ამოქმედდა, თუმცა მალევე დაირღვა.
ამ დრომდე არ გახსნილა ჰუმანიტარული დერეფანი. სუდანის არმიასა და სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო. შეტაკებებს 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილთა რაოდენობა 2600-ს აჭარბებს.
ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის, ჯანდაცვის სისტემა კი, კოლაფსის ზღვარზეა. მოსახლეობა სურსათისა და წყლის მწვავე დეფიციტს განიცდის.