„გირჩი“ ზურაბ ჯაფარიძე კრიტიკული მომენტის დადგომას დეკემბერში ელის, როცა, მისივე პროგნოზით, საქართველოს ევროკავშირის სტატუსზე უარს ეტყვიან და სწორედ მაშინ დადგება რადიკალების დრო. მანამდე კი „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი დროს არ კარგავს და ახალგაზრდებს ტრენინგებს უტარებს საპროტესტო აქციების დაგეგმვისა და ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიის შესახებ. ეს ამბოხი ლიბერალიზმზე საუბრის ნიღბით იფუთება.
„ქრონიკის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ვიდეოკადრები მიმდინარე წლის თებერვლის თვით თარიღდება. ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც თელავში სასტუმრო „ალაზნის ველში“ რადიკალების მიერ ორგანიზებულ ე.წ. ბანაკში შეხვედრას ესწრებოდა, „ქრონიკას“ უყვება, რომ ტრენინგზე ლიბერალიზმზე საუბრობდნენ, თუმცა ლიბერალიზმის საფარქვეშ, ასევე, აქტიურად მსჯელობდნენ ხელისუფლების ცვლილებაზე, სისხლიან რევოლუციასა და დესტრუქციაზე.
„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ ზურაბ ჯაფარიძის პრობლემა იდეოლოგიური ღერძის არარსებობაა, რაც ჯაფარიძემ პარტიიდან წასვლის შემდეგ დაკარგა. ჯაფარიძე ვერ ხვდება, რა გააკეთოს და უწევს უფრო რადიკალური განცხადებების გაკეთება.
შეძლებენ თუ არა რადიკალები პროცესის მართვას და ახალგაზრდების სათავისოდ გამოყენებას?
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ყველა ახალგაზრდას პატივს სცემს, ისინი მისი შვილის ტოლები არიან, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამ ბავშვებმა არ იციან რეალობა-სისხლიანი 9 წელი.
„გული მწყდება, რომ ამ ბავშვებს ტვინს ურეცხავენ და შეჰყავთ შეცდომაში. როდესაც ნაციონალი ჯალათები მართავდნენ ჩვენს ქვეყანას, ეს ბავშვები 5-10 წლისანი იყვნენ და არ იციან, რა ხდებოდა იმ პერიოდში. უკვე მოვიდა დრო, ტელევიზიებმა გაუშვან კადრები, მედიასაშუალებებში უნდა დაიწეროს, სააკაშვილის დროს რაც ხდებოდა საქართველოში. აუცილებელია კასრების საქმეები გავიხსენოთ, რადგან ამ ბავშვებმა ესეც არ იციან. ეს თაობა გულანთებულია და მათ აგიჟებენ ამდენი „რუსეთუმეობის“ ძახილით. ვის უნდა რუსეთი? არავის, მაგრამ, აგერ, უკრაინაში რა ხდება, უკრაინის მთავრობამ თავისი ხალხი დაღუპა, გაანადგურეს მთელი უკრაინა, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ უკრაინის სცენარი გვინდა საქართველოში?!“ - აინტერესებს დავით ოქიტაშვილს.
მისივე განმარტებით, რადიკალური გეგმით, ბანაკებში შეკრებით ეს რადიკალები ვერაფერს მიაღწევენ. უნდა ვირწმუნოთ, რომ საქართველოში იზრდება თაობა, რომელსაც შეცდომაში ვერ შეიყვანენ. უბრალოდ, ამ თაობასთან საჭიროა მუშაობა, ამ თაობამ უნდა გაიგოს, ნაციონალები ვინც იყვნენ.
„დამიჯერეთ, ბევრმა ეს არ იცის. როდესაც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ვხვდები, დამისვამენ შეკითხვას და ვუყვები სისხლიანი 9 წლის შესახებ, თქვენ არ იცით, როგორია ბავშვების რეაქცია. ეს მუშაობა უნდა გაგრძელდეს, გირჩმა ჯაფარიძემ კი არ უნდა იმუშაოს ამ ბავშვებთან, არამედ- საქართველოს ხელისუფლებამ. თორემ ნაცები რომ მუშაობენ ახალგაზრდებთან, ეს აშკარაა. გამოდიან და იტყუებიან, ჩვენ არ გვინდა ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლაო, როგორ არ უნდათ, მათი ოცნება ამ მთავრობის შეცვლაა, მაგრამ მათი უბედურება ის არის, რომ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს. ახლა ესენი ცდილობენ, ამოეფარონ ახალგაზრდებს და ამ ჩვენს საამაყო ახალგაზრდებს ორ წუთშივე მიატოვებენ და გაიქცევიან“, - აცხადებს დავით ოქიტაშვილი და მიმართავს შვილების თაობას, მათი ნება და არჩევანია, სად უნდა იდგნენ, მაგრამ არ უნდა აყვნენ იმ ძალას, რომელსაც მათი მშობლების უმეტესობა ებრძოდა.
დავით ოქიტაშვილის თქმით, გათავისუფლდა საქართველო ამ მწამებლებისგან, ყველა ოჯახმა მაშინ გადადო თავი, რომ „ნაცმოძრაობა“ წასულიყო სათავიდან, ამიტომ ეს ახალგაზრდები თავიანთ მშობლებს უნდა გაუფრთხილდნენ, ბევრმა მშობელმა თავის შვილს უნდა აუხსნას, ესენი ვინ არიან. შემთხვევითი არაა, რომ ნაცები „ხიტრულად“ იქცევიან, საპროტესტო აქციებზე ეძახიან მეათე კლასელებს, მეთერთმეტე კლასელებს, რომლებმაც არ იციან, ვინ იყვნენ ნაციონალები.
მწერალი მერაბ შათირიშვილი მიიჩნევს, რომ რევოლუციური სცენარი, რომელსაც რადიკალები ბანაკებში ავითარებენ, მიღწევადი არ იქნება საქართველოში. უბრალოდ, ეს საშიში თამაშია. 2003 წელს მათ გაუვიდათ, რადგან შევარდნაძემ მაშინ უკან დაიხია, შევარდნაძე აღმოჩნდა მხდალი და არ აღმოჩნდა პრინციპული. მთელი თავისი ცხოვრება შევარდნაძემ ისე განვლო, რომ შეინარჩუნა მახვილგონიერის და დიპლომატის სახელი, მაგრამ ფინალურ ფაზაში მან ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც არ იყო სახელმწიფოებრივი და ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი.
მერაბ შათირიშვილი იხსენებს, რომ იმ პერიოდში სააკაშვილის პარტიას ჰქონდა 27%, ითხოვდა 3%-ს, რადგან 3% გამიყალბეთო, არჩევნები რომ ჩატარებულიყო, სააკაშვილი უმრავლესობით ვერ მოვიდოდა. მერე კი ხმების 80% მიიღო. ახლაც უნდათ, მოვიდნენ უმცირესობით და მერე ამოაყირავონ ხელისუფლება.
„ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ 2003-04 წლებში სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა მართლაც ვარდების რევოლუცია იყო?! ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც არ შეფასდა და უნდა შეფასებულიყო. რადიკალებს ახლაც ჰგონიათ, რომ ხელისუფლებაში მოვლენ, მაგრამ მაშინ შეცდომა დაუშვა ქართველმა ხალხმა, ახლა ასეთ შეცდომას არ დაუშვებს, ელემენტარულად, ქართველი ხალხი დღევანდელ ხელისუფლებას უყურებს, ხელისუფლების დამცრობა არ უნდა ჩვენს ხალხს, თორემ რომ დაინახოს ქართველი ხალხის უმრავლესობამ, რომ ხელისუფლებამ წაიკოჭლა, ნაციონალები ვერ გაასწრებენ აქედან. იმდენი ადამიანი გამოვა გარეთ, რადიკალები აქედან ვერ გაასწრებენ, ისეთი რამ დატრიალდება. ეგენი ამაზე არ ფიქრობენ. როგორ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, ეგ ხომ გამორიცხულია“, - აცხადებს მერაბ შათირიშვილი ჩვენთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, ბოლო დროს ბევრი რამ ხდება დამახინჯებულად, ბევრი რამის პროვოცირებას ახდენენ, ბოლო ხანს ანტიქართულ განცხადებებს აკეთებს ამერიკის ელჩი დეგნანი, ასევე, ცუდ განცხადებებს აკეთებენ ცალკეული ევროპარლამენტარები, რომლებიც ერთ ადამიანთან აიგივებენ ქართველი ერის ბედს და გვეუბნებიან, მიიღეთ ისეთი კანონი, სააკაშვილი როგორმე გაათავისუფლოთ, თორემ ვერ გახდებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.
მწერალი მიიჩნევს, რომ ეს არის მზაკვრობა და ასეთი ევროკავშირი არ შეიძლება გვინდოდეს. იმდენს აკეთებენ, რომ ქართველმა ხალხმა ხმამაღლა თქვას, არ გვინდა ევროკავშირი.
„ამისკენ მიდიან, ამას სპეციალურად აკეთებენ. არანაირი პატრონაჟით ვალდებულება არ აქვთ, არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, მხოლოდ ევროკავშირში შესვლისა და ნატოში გაწევრიანების მოლოდინს გვიქმნიან. ამ დროს რამდენი ჩვენი ჯარისკაცი დაიჭრა და დაიღუპა საერთაშორისო მისიებში, ამერიკელების საქმე ვაკეთებთ სხვადასხვა ქვეყანაში, აფრიკაში, ავღანეთში, გვერდში დავუდექით ჯერ კიდევ მაშინ, როცა გაწევრიანებულნი არ ვიყავით, ეს არის კოლონიალიზმის პოლიტიკა. ევროკავშირის და ამერიკის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ კოლონიალიზმის პოლიტიკაა, ისინი შეჩვეულნი არიან კოლონიალიზმს, არავითარი თანაბარი და მეგობრული დამოკიდებულება არ აქვთ, უბრალოდ, აქ არის დამოკიდებულება, რასაც გვინდა, იმას გაგაკეთებინებთ“, - მიიჩნევს მერაბ შათირიშვილი.
ჩათვალეთ რო მუხის ქვეშ ვარ წამოწოლილი და გულს ვიფხან---- გარდი გარდმოც და აღმა დაღმაც............იიიიიიიფ
მინიმუმ 15 წელია კოლუმბის მოკითხვებში ვარ ..... მაგრამ ეხლა რომ სიტყვას აღარც მათქმევინებენ და უჩემოდ მიდის ეს კაი საქმე..... ის მსიამოვნებს ძალიან
ისე კოლუმბს დიდი დღე აღარც უწერია... მაქსიმუმ 2 წელს ვაძლევ რო მაგათ იმპერიამ სული გაააფრთხოს,
მერე კი მხედრიონი ..... მხედრიონის დროც დაუდგებათ
რა ანტიდასავლური პროპაგანდა, რის ანტიდასავლური პროპაგანდა....ისემც მაგის მთქმელებს გაუდოს მთელმა საქართველომ
რასაც ეგენი აკეთებენ იმაზე მეტი ანტი დასავლური პროპაგანდა რაღა არის? შავზე გვიმტკიცებენ თეთრიაო და თუ შეჰკადრე და უთხარი .... არა შავიაო...ეგრევე ----ეს ანტიდასავლური პროპაგანდააა, პუტინისტი ხაარო
ე.ი მაგათ რო გვითხან ფეჩი გარმონიაო,... უნდა ვუპასუხოთ---- ვახ რა კარგად უკრავსო.......თანაც ერთობ აღრფთოვანებული ხმით
ეგრეეეე??? ....მაშინ აღარ ვიქნები პუტინისტი?
რათა?? ................რუსის ტრაკში არ გვეყო ყოფნა და მაგათ ტრაკში უკეთესიაა???....წავიდნენ მაგათი კეთილებიც ქუნემ
მოკლედ რაც უფრო მეტ ქაჯობა--ჩათლახობებს ჩაიდენს ამერიკის ლენჩი მით უფრო უკეთესი----- უფრო კარგად და ნათლად დაინახავს საქართველოს მთელი მოსახლეობა, ამერიკის მეგობრობის ნამდვილ სახეს და მათი მეგობრობის მთავარ არს და მიზანს.....დაჟე ჩლუნგებიც კი
პარალელურად აქაური ჩათლახებიც(დივერსანტები) ამოტივტივდნენ ზედაპირზე და ეგენიც კარგად გამოჩდნენ, თუ ვინ ვინ არის.
...თან ეგენი სუ გალტუკ-ბაბოჩკიანი არიან და სუ პეროგარჭობილები
წლების მანძილზე სულ ვამბობდი--- ამერიკამ სიტყვა მეგობრის მნიშვნელობა არც კი იცის მეთქი......იცის მხოლოდ სიტყვა მონის მნიშვნელობა....... და უკეთეს შემთხვევეაში ვასალის მნიშვნელობა იცის კიდე.,...ჩვენ დაჟე ვასალის სტატუსიც კი ვერ დავიმსახურეთ
პარტნიორი ................... პარტნიორი კი არააააა მქინძავია მქინძავი, საქართველოს მქინძავი
ხოოდა ..................ესენიც იქ წავლენ სადაც საქართველოს ის ექცსი მქინძავი.......
მაგრამ ..... ჯერ იქაურ მხედრიონს ველოდები, კოლუმბის მხედრიონს ...... ,,ვიცნობ,, იმათ,,,,, მაგარი ჯიგარი მხედრიონელები ყავთ მაგათაც ....ჩვენებურებს ასი თავით აჯობებენ....მოკლედ აწი (მაქს 2 წელ) ველოდები მაგათ პარადს