„ქუჩაში გამოსვლის მოტივი მომწიფებულია და ეს ფიგურირებს სოციალურ ქსელებში დაგროვილი განწყობით - რამდენს ბედავენ ნაციონალები!“

„ქუჩაში გამოსვლის მოტივი მომწიფებულია და ეს ფიგურირებს სოციალურ ქსელებში დაგროვილი განწყობით - რამდენს ბედავენ ნაციონალები!“

„მოვდივარ“, - ამ სიტყვებით გამართავს აქციას მომღერალი და ტელეწამყვანი გია გაჩეჩილაძე 30 აპრილს, 18.00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე.

აქციების ჩატარების გამოცდილება უცნობს ნაციონალების დროიდან მოყოლებული დაუგროვდა. ყველაზე ხალხმრავალი იყო 2008 წელს იპოდრომზე მოწყობილი აქცია, სადაც უცნობმა თითქმის მთელი ქალაქი შეკრიბა და ამით გააპროტესტა სააკაშვილის რეჟიმი, თუმცა წლების შემდეგ აღიარა, რომ 2008 წლის აქცია სააკაშვილთან შეთანხმებით დაშალა. სააკაშვილმა გია გაჩეჩილაძე მოსალაპარაკებლად შავნაბადაზე მიიწვია და სთხოვა, ახლა გაჩერდი, რადგან ინაუგურაციაზე სტუმრები უნდა ჩამოვიდნენ, ხომ იცი, სისხლისღვრის ატეხვა შემიძლია ისე, რომ ამ ფაქტს არავინ გააშუქებსო. უცნობიც დათანხმდა, რადგან მიშა სისხლისღვრას არ მოერიდებოდა, მიტინგის დაშლის სანაცვლოდ უცნობმა მთელი საქართველოს მასშტაბით სატელევიზიო სიხშირე მიიღო.

„ინაუგურაცია ჩაატარა თუ არა, სააკაშვილმა მეორე დღესვე გადამაგდო“, - იხსენებდა გია გაჩეჩილაძე.

დღეს უცნობი კვლავაც ქუჩაში უხმობს თანამოაზრეებს. სავარაუდოდ, მისი სურვილია, დაანახოს მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოსახლეობას მხოლოდ ის ადამიანები არ წარმოადგენენ, ვინც მარტის აქციებისას აგრესიას გამოხატავდა. საქართველოს მოსახლეობაა ისიც, ვინც მთელი ამდენი ხნის განმავლობაში მდუმარედ ელოდა, როდის შეწყვეტდნენ ნაცები და მათ მიერ გამოყვანილი დესტრუქციული ძალები რევანშის მცდელობას. საქართველოს მოსახლეობაა ისიც, ვინც ნაცების ძალადობრივ რეჟიმს 9 წლის განმავლობაში აპროტესტებდა, მაგრამ ახლა ყელში ამოუვიდათ მათი აბსურდული და შეურაცხმყოფელი მიტინგები, რომლის ერთადერთი დევიზია- Free Misha.

ამდენი ხნის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მომხრეები თავს იკავებდნენ მასობრივად ქუჩაში გამოსვლისგან და იმის გაპროტესტებისგან, რომ „ნაციონალებს“ მორალური უფლება არ ჰქონდათ რევოლუციური ტალღისკენ წაეყვანათ პროცესები.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ქუჩაში გამოსვლის მოტივი მომწიფებულია და ეს მოტივი ხშირად ფიგურირებს სოციალურ ქსელებში დაგროვილი განწყობით, რამდენს ბედავენ ნაციონალები, მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენც ვარსებობთ, ვისაც გვახსოვს ცხრაწლიანი რეჟიმი.

„მარტის აქციების დროს დასავლეთმა ხაზი გაუსვა, რომ ქუჩაში გამოსულმა ხალხმა თითქოს დაიცვა დემოკრატია. დასავლეთმა ეს განცხადება ისე გააკეთა, რომ არც კი შეხედა, მარტის აქციებისას კოქტეილები თუ იყო, რისი კოქტეილები იყო, ხომ არ იყო ეს მოლოტოვის კოქტეილები. უცნობის მიერ მოწყობილი აქციის მიზანიც ეს არის, დასავლეთმა დაინახოს, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა რას აქვს, რა მიმართულებას. ცხადია, საქართველოში მხარდაჭერა აქვს დასავლურ მიმართულებას, რადგან ყველა ეს ადამიანი, მათ შორის, უცნობიც ხაზს უსვამს, რომ მათი ინტერესის მიმართულებაა დასავლეთი, ოღონდ დასავლეთის მიმართაც მათ აქვთ პრეტენზიები“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე მოსაზრებით, დასავლეთის მიმართ პრეტენზიები მხოლოდ საქართველოში არ აქვთ, ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმაც იგივე თქვა, რომ ამერიკის მოკავშირეობა სულაც არ ნიშნავს მის ვასალობას. დღეს უკვე შარლ მიშელმაც წაუყენა პრეტენზიები აშშ-ს და ეს ნამდვილად საყურადღებოა, რადგან ჩვენც პრეტენზიები გვაქვს აშშ-სთან, თანაც, იმავე შინაარსის პრეტენზიები, რომ ამერიკელები უკანონოდ ერევიან ჩვენს საქმეებში, მორალურიდან დაწყებული, იურიდიული და დიპლომატიური კანონების დარღვევით დამთავრებული.

ამდენად, რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ უცნობის მიერ დაანონსებული აქციის ძირითადი ნაკადი შეიძლება წავიდეს იმავე მიმართულებით, რამაც ახლახანს გაიჟღერა და რაც წამყვანია დასავლეთში, რომ დასავლეთი იყოფა ორ ნაწილად, ევროპად და ამერიკად და ევროპა მოითხოვს ჩაურევლობას ამერიკის მხრიდან, რასაც ითხოვს საქართველოც. შეიძლება მომავალ აქციებში ამ საკითხისადმი ევროპის სოლიდარობა გახდეს წამყვანი.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ 30 აპრილს უცნობის მიერ დაგეგმილი აქცია მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს, როგორმე გაანეიტრალოს ის განცდა, რომ მოსახლეობის მოტივირებული ნაწილი თავისი ნებით გამოვიდა ქუჩაში 7- 8- 9 მარტს. იქ ხალხი არ გამოსულა რომელიმე პარტიის დაძახებით, მათ პროტესტი ჰქონდათ რუსული კანონის მიმართ. ახლა ხელისუფლებას სურს, გადაწონოს ეს განცდა და ქუჩაში ის საზოგადოება გამოიყვანოს, რომელთა შესახებაც შემდეგ იტყვიან, ჩვენ არანაკლები მომხრეები გვყავსო.

„უცნობის მიერ მოწყობილი ასეთი აქციები პოლარიზაციას ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ ხალხი გამოჰყავთ ჯინაზე იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდა. ახლა იმასაც ამბობენ, სხვა ქვეყნებიც ხომ იღებენ მსგავს კანონსო, მაგრამ იმ ქვეყნებს მკაფიოდ აქვთ მითითებული, რომ კანონს რუსეთის წინააღმდეგ იღებენ, „ქართულ ოცნებას“ კი კანონში არ ჩაუწერია, ვის წინააღმდეგ იყო აგენტების შესახებ კანონი მიმართული. ამერიკელებს უწერიათ, რომ ეს კანონი ჰიტლერის წინააღმდეგ იყო, შემდეგ უკვე სტალინის წინააღმდეგ. რუსეთიდან წამოსული ფული ცივილიზებული ქვეყნებისთვის მიუღებელია, ესენი კი ამერიკულ და ევროპულ ფულს ებრძვიან“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას.

 

მიშა რუსეთს კი სარი ჯანში, მაგრამ იურისპუდენციაში მოსულა, რომ პერსონიფიცირება ხდებოდეს კანონში?
ყველა ქვეყანაზე ცალკე კანონს ხომ არ მიიღებენ?
პირობითად, ხვალ-ზეგ რომ ირანის თემა გააქტიურდეს, ცალკე კანონი უნდა მივიღოთ, თუ არსებულში შესწორება შევიტანოთ - ,,რუსეთიდან და ირანიდან შემოსული ფინანსებით მოსარგებლე სუბიექტი ვალდებულია" და ა.შ.
იურიდიული მარაზმია.
1 წლის უკან
trampi პირდაპირ ვდნები და ვტკბები კოლუმბის მოკითხვებს რომ ვკითხულობ ხოლმე
ჩათვალეთ რო მუხის ქვეშ ვარ წამოწოლილი და გულს ვიფხან---- გარდი გარდმოც და აღმა დაღმაც............იიიიიიიფ
მინიმუმ 15 წელია კოლუმბის მოკითხვებში ვარ ..... მაგრამ ეხლა რომ სიტყვას აღარც მათქმევინებენ და უჩემოდ მიდის ეს კაი საქმე..... ის მსიამოვნებს ძალიან
ისე კოლუმბს დიდი დღე აღარც უწერია... მაქსიმუმ 2 წელს ვაძლევ რო მაგათ იმპერიამ სული გაააფრთხოს,
მერე კი მხედრიონი ..... მხედრიონის დროც დაუდგებათ
1 წლის უკან