როდესაც ეს საგამოძიებო კომისია დარეგისტრირდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, მაშინ სხვა მოცემულობა იყო. დღეს სხვა მოცემულობა გვაქვს,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
„დღეს სტრასბურგში სარჩელია შეტანილია და იმავდროულად გვაქვს ომბუდსმენის საკმაოდ მძიმე დასკვნა. ვფიქრობ, რომ ამ მოცემულობაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უფრო პრიორიტეტული იქნება, ვიდრე საგამოძიებო კომისიის“, - განაცხადა აქუბარდიამ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციონერი კოლეგების დარწმუნება მოუწევს, რომ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარდაჭერა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ინიციატივას საკმარისი ხმები არ ექნება.
საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანია პარლამენტში დროებითმა კომისიამ შეისწავლოს ირღვეოდა თუ არა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის უფლებები და ისიც, იმყოფება თუ არა ექსპრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“, სათანადო პირობებში.