ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ესმის საფრანგეთის იმ მოქალაქეების, რომლებიც საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ესმის საფრანგეთის იმ მოქალაქეების, რომლებიც საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ესმის საფრანგეთის მოქალაქეების ბრაზი საპენსიო რეფორმის გამო. მისივე თქმით, ნანობს, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა, - საპენსიო რეფორმით გამოწვეული პოლიტიკური და სოციალური კრიზისისა და მოსახლეობის პროტესტის ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართვა პირველად გავრცელდა.

მაკრონმა აღიარა, რომ საპენსიო რეფორმამ, მოქალაქეების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, რეფორმა ძალაში შემოდგომიდან შევა, საზოგადოებაში შექმნილი დაძაბულობის განსამუხტავად კი, ახალი შრომითი რეფორმა დააანონსა.

ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მთავრობის სამოქმედო გეგმას პრემიერ-მინისტრი, 100 დღის ვადაში, 14 ივლისისთვის წარადგენს, როდესაც საფრანგეთი ბასტილიის დაცემის დღეს აღნიშნავს.