ექსპერტებისა და პოლიტიკოსების შეფასებით, თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება, რადგან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის, თითქმის სამნიშნა ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურების ფონზე, ერდოღანის კანდიდატურას სერიოზული გამოწვევა ელის და არ არის გამორიცხული, რომ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა ოპოზიციურმა კოალიციამ მოიპოვოს.
მმართველი პარტიის კანდიდატი, თავად რეჯეპ ტაიპ ერდოღანია, რომლის კონკურენტია ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩ დაროღლუ. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას განცხადებით, დიდი ალბათობით, მეორე ტური იქნება, რადგან ედროღანისა და დაროღლუს გარდა, კიდევ ორი სხვა კანდიდატია, რომელთა ჯამური რეიტინგი 7-9%-ია და ლიდერებს ხმებს წაართმევენ.
for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.
საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დაძაბული იქნება და იგი ერდოღანის ორი ათწლეულიანი მმართველობის ყველაზე სერიოზულ გამოცდად განიხილება. ერდოღანის კონკურენტი ქემალ ქილიჩ დაროღლუ ფეთჰულა გიულენის მხარდაჭერით სარგებლობს. ტრადიციულად, თურქეთის ყველა არჩევნები იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რატომ არის დღეს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები მსოფლიო მნიშვნელობის?
ირაკლი გოგავა: თურქეთის მომავალი არჩევნები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში. გამომდინარე მსოფლიო გეოპოლიტიკური სიტუაციიდან, ეს არჩევნები ჩვენთვისაც უმნიშვნელოვანესია. ამ არჩევნების შედეგზეა დამოკიდებული თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები. ერთმანეთს უპირისპირდებიან მოქმედი პრეზიდენტი რეჯებ ტაეპ ერდოღანი და ქემალ კილიჩ დაროღლუ, რომელსაც მხარს ოპოზიციური მემარცხენე-ლიბერალური კოალიცია უჭერს მხარს.
თავიდან ოპოზიციას ერდოღანის წინააღმდეგ სტამბოლის ყოფილი მერი ეკრემ იმამოღლუ სურდა კანდიდატად, თუმცა მან უარი თქვა და უარიც რომ არ ეთქვა, სამართლებლივად ის ვერ მოახერხებდა კენჭისყრას, რადგან თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას აკრძალული აქვს პოლიტიკური მოღვაწეობა - თავის დროზე მკვეთრად გააკრიტიკა თურქეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამისთვის მას 2-წლიანი სასჯელიც კი მიუსაჯეს. შემდეგ ოპოზიციამ ანკარის ყოფილ მერს მელიკ გიოკჩეკს შესთავაზა კანდიდატობა, მაგრამ ისიც არ დაეთანხმა. საბოლოოდ, ქემალ კილიჩ დაროღლუზე შეთანხმდა 7 ოპოზიციური პარტია და შემდეგ, მათ სამი ათეული სხვადასხვა ზომის პარტიაც შეუერთდა.
რაც შეეხება რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, რომელიც პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებს, ფაქტობრივად გააუქმა პრემიერის ინსტიტუტი და საკუთარი თავი თითქმის აბსოლუტური უფლებამოსილებით აღჭურვა. ამიტომაც, ოპოზიციის წარმომადგენლები ერდოღანს ხელისუფლების მიტაცებასა და ავტოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებაში ადანაშაულებენ...
- ერდოღანი წარმოშობით რიზედან არის და ერთ-ერთი ვერსიით, ქართველია, ბავშვობაში ნასწავლი ქართული ჯერ კიდევ ახსოვსო - ამბობენ. ამ ვერსიით, მისი ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა და შემდეგ რიზეში გადავიდა. ხმები დადის, რომ ერდოღანი საქართველოს პრემიერს მესიჯებს უგზავნის ქართული სიტყვების ჩამატებით და ზოგჯერ ქართულ სიმღერებსაც ჩაუგდებს ხოლმე. არ ვიცი, ეს რამდენად მართალია, მაგრამ ამის შესახებ მსმენია. ერდოღანს დიდი პოლიტიკური გზა აქვს გავლილი, ის სტამბულის მერიც იყო, შემდეგ ციხეშიც კი იჯდა, 2001 წლიდან საკუთარი პარტია შექმნა - „სამართლიანობის და განვითარების პარტია“. ის მომხრე იყო თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების და 1999 წელს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსიც მიიღო.
თუმცა, შემდეგ პროცესი გაიყინა და ამაში თავად ერდოღანის უდიდესი წვლილია...
- როცა დაინახა, რომ ევროპა არ აპირებს თურქეთის წევრად მიღებას, ქვეყანაში ლიბერალური პროპაგანდა შეაჩერა, ქალაქების ქუჩები გაწმინდა ტრანსგენდერებისა და ჰომოსექსუალებისგან. ის რელიგიისკენ გადაიხარა. ცხადია, ეს არ მოეწონა დასავლეთს და დაიწყეს მუშაობა მისი ჩამოგდებისთვის. თურქეთში ქემალ ათა თურქის შემდეგ უდიდესი იყო სამხედროების გავლენა და ბრძოლა ერდოღანის წინააღმდეგ. სამხედროები ერთგვარი გუშაგები იყვნენ იმ მიზნისა, რომ ქვეყანას არ გადაეხვია ევროპული ინტეგრაციის გზიდან. თანაც თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა და უმაღლესი სამხედრო ჩინები ძალიან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ნატო-ს სამხედრო ისტებლიშმენტთან.
თურქეთში სამხედროებმა ჩამოაყალიბეს საიდუმლო ორგანიზაცია „ერგენიკონი“. ეს ერთგავრი ამერიკული „deep state“-ის ვარიანტი იყო და მათ 2007 წელს სცადეს ერდოღანის ჩამოგდება, როგორც ამბობენ, მემარცხენეებთან ალიანსში. თუმცა ერდოღანმა სასტიკად დაარბია სამხედროების ალიანსი, დააპატიმრეს ასეულობით სამხედრო, ჟურნალისტები. 2013 წელს კი ლიბერალური გადატრიალების მცდელობა მოხდა, სადაც უკვე დასავლური ცენტრებიც მონაწილეობდნენ. ეს პროცესი „ღეზის პარკის“ მოვლენებად არის ცნობილი. აქ ერდოღანის წინააღმდეგ მთელი პროდასავლური და ლიბერალური წრეები გაერთიანდნენ და მთავარ სპონსორად ჯორჯ სოროსს ასახელებდნენ.
ერდოღანმა ეს შეტევაც მოიგერია. შემდეგი შემოტევა 2016 წელს მოხდა, როდესაც სამხედროებმა მისი ლიკვიდაცია და სამხედრო გადატრიალება სცადეს. ეროღანმა მხოლოდ 40 წუთით გაასწრო მარმარისის იმ სასტუმროდან, სადაც ის შვებულებას ატარებდა. სამხედრო სპეცრაზმი ვერტმფრენით ჩავიდა მის მოსაკლავად. არის ვერსია, რომ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ერდოღანი რუსეთის სპეცსამსახურებმა გააფრთხილეს, რამაც მას საშუალება მისცა დროულად დაეტოვებინა სასტუმრო, რომელსაც სპეცრაზმი თავს დაესხა.
შემდეგ მისი თვითმფრინავი რამდენიმე საათი ჰაერში ტრიალებდა, ვიდრე გაარკვიეს, რომ სტამბულში მისი მომხრეები გამოვიდნენ ქუჩებში და სამხედროები გაანეიტრალეს. ამის შემდეგ ის სტამბოლის ათა თურქის აეროპორტში დაეშვა. ამბოხებულებს ერდოღანი სასტიკად გაუსწორდა და სამხედროებს ყოფილი იმამის, ფეთჰულა გიულენის ქსელიც მიაყოლა. საერთო ჯამში 100,000-ზე მეტი ადამიანი იქნა დაპატიმრებული.
ამ მოვლენების შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები, რომელიც ძალიან გაფუჭდა თურქების მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის თურქეთ-სირიის საზღვარზე ჩამოგდების შემდეგ. როგორც ჩანს, ერდოღანმა დაუფასა მოსკოვს მისი ფიზიკურად გადარჩენა, ხოლო ამბოხებული სამხედროების და გიულენის ქსელის უკან დასავლეთი მოიაზრა. გიულენი ხომ წლებია აშშ-ში იმალება.
აშშ-სგან გიულენის გადმოცემას დღემდე უშედეგოდ ითხოვს თურქეთის პირველი პირი, თავად გიულენი ამბობს, რომ მისი მიზანია მეტი ინვესტიცია ჩადოს განათლებაში. რეალურად, რა პოლიტიკური თამაშს თამაშობს გიულენი და რა შეიძლება ეწოდოს მის ინვესტიციას, რომელსაც განათლებაში დებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით?
- გიულენი სუნიტი იმამი იყო თურქეთში. 2013 წელს მას და ერდოღანს შორის კონფლიქტი მოხდა, რადგან მისმა ქსელმა „ღეზის პარკის“ მოძრაობას დაუჭირა მხარი. 1999 წლის შემდეგ ის აშშ-ში ცხოვრობს. გიულენი ქურთული წარმოშობის ისლამისტი ღვთისმეტყველის საიდ ნურსის მიმდევარია. მის მომხრეებს ნურსისტებს უწოდებენ. გიულენმა საგანმანათლებლო დაწესებულებები დააფუძნა. ამ ქსელში რამდენიმე ათასი სკოლა და უნივერსიტეტია, მათ შორის რამდენიმე საქართველოშიც. ყველაზე ცნობილი თბილისის შავი ზღვის უნივერსიტეტი იყო, რომელშიც სააკაშვილის დედა გიული ალასანია საქმიანობდა.
ის თურქოლოგია განათლებით და თურქეთის და თურქების მიმართ ყოველთვის გამოირჩეოდა მოჭარბებული სიმპათიებით. სხვათა შორის, 2001 წელს გიული ალასანიას თურქეთში წიგნი დაუბეჭდეს და სოლიდური ჰონორარიც გადაუხადეს, თურქეთში გამოცემულ წიგნში გიული ალასანია წერს, რომ დიდგორის ბრძოლაში ოსმალთა არმიის რაოდენობა 30,000 იყო, ანუ დავით აღმაშენებლის „ძლევაი საკვირველი“ საერთოდ არ ყოფილა. გამოდის, რომ დავითის ისტორიკოსები, არაბი ალ-ფარიკი, სომეხი ისტორიკოსები, არაბი ალ ასირი, ვალტერ გოტიე, ურჰაელი, ივანე ჯავახიშვილი ტყუიან და გიული ალასანიას ზუსტად აქვს დათვლილი ოსმალთა ლაშქარი.
გასაგებია, ამ ისტორიკოსებს და იმდროინდელ წყაროებს რომ დარყდნობოდა, წიგნსაც არ დაუბეჭდავდნენ და ჰონორარსაც არ მისცემდნენ. ჩვენს თემას რომ დავუბრუნდეთ, გიულენის სკოლები მაღალი ხარსხით გამოირჩევა, იქ არ ხდება მოსწავლეების, სტუდენტების ინდოქტრინაცია არც რელიგიური კუთხით და არც იდეოლოგიური კუთხით. ამ სკოლებში ბავშვების მშობლების გადაბირება მიმდინარეობს.
გადაბირების რა მეთოდი მოქმედებს?
- თუ გაიგებენ, რომ მოსწავლეს მამა მოსამართლეა ან ოფიცერი ან პროფესორი ან ბანკირი ან სხვა გავლენიანი პოზიციის ადამიანი, აი, მერე მიდიან მათთან და შვილის შესახებ საუბრით იწყებენ და საბოლოოდ ასეთი მშობლების დიდ ნაწილს თავიანთ ფარულ ორგანიზაცია „ჰიზმეთში“ აწევრიანებენ. ეს გადმობირების ოპერაცია კარგად დამუშავებული ფსიქოლოგიურად გამართული ტექნოლოგიით ხდება.
ეს ორგანიზაცია სოლიდარობის, კლუბური პრინციპით მუშაობს და საკუთარ წევრებს პრობლემებს უწყვეტენ სხვა წევრების და გავლენების მეშვეობით. ეს სერიოზული ძალა იყო, თანაც ფარული, სწორედ ეს დაარბია ერდოღანმა თურქეთში. თუმცა ცხადია, რომ მრავალი ათასი გიულენისტი კვლავ რჩება ქვეყანაში. 2016 წლის გიულენისტების დარბევის შემდეგ, ერდოღანმა მეზობელ სახელმწიფოებს გიულენის სკოლების დახურვა მოსთხოვა, მათ შორის საქართველოს და აზერბაიჯანსაც.
რაც შეეხება არჩევნებს, რა შანსები აქვს ერდოღანს, რომელიც ღიად უპირისპირდება აშშ-ს?
- თურქეთში სოციოლოგიური ცენტრები სხვადასხვა სურათს გვაძლევენ. აპრილის პირველი ნახევრის მონაცემებით, ზოგიერთი კველვითი ცენტრი აცხადებს, რომ ერდოღანი 7-8%-ით ჩამორჩება მეტოქეს, ხოლო რამდენიმე კვლევითი კომპანია წერს, რომ ერდოღანი 2-3%-ით წინ არის. დიდი ალბათობით, მეორე ტური იქნება, რადგან კიდევ ორი სხვა კანდიდატია, რომელთა ჯამური რეიტინგი 7-9%-ია და ლიდერებს ხმებს წაართმევენ. პირველი ტური 14 მაისს იმართება, ხოლო მეორე ტური 28 მაისს.
ერდოღანს დიდი დარტყმა მიაყენა მიწისძვრამ, რომელმაც 45,000 ადამიანი შეიწირა, 160,000 შენობა დაანგრია ან დააზიანა და 1,5 მილიონი უსახლკაროდ დარჩა. ოპოზიცია ერდოღანის ხელისუფლებას აბრალებს ამხელა ზიანს, რადგან მიწისძვრის რეგიონებში სახლები არ აკმაყოფილებდა სეისმომედეგობის მაღალ სტანდარტებს, რასაც ოპოზიცია მშნებლობის დროს კორუფციით ხსნის. დიდი გავლენა ამ არჩევნებზე ქურთი ამომრჩევლის პოზიციას ექნება, შესაძლოა, ეს გადამწყვეტიც იყოს.
ერდოღანი ანტიამერიკულ რიტორიკას იყენებს, რადგან საზოგადოებაში ანტიამერიკული განწყობები მაღალია. დიდი ქალაქები და ზღვის სანაპირო ოპოზიციის კანდიდატს უჭერს მხარს, შიდა თურქეთი კი ერდოღანს. ერდოღანის დასაყრდენი ისლამისტი, ტრადიციონალისტი თურქები არიან, ხოლო ოპოზიციის - ლიბერალები და პროდასავლური თურქები. მნიშვნელოვანია ერდოღანის პოზიციონირება რუსეთ-უკრაინის ომში. ერდოღანი ლავირების ოსტატია, მან თავიდანვე აირჩია სამშვიდობო მედიატორის როლი და სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპრაკებებს უმასპინძლა, რაც მას აძლევს მეტ საშუალებას, რომ აქტიურად არ ჩაერთოს რომელიმე მხარის სასარგებლოდ.
ამის მიუხედავად, თურქეთი ნატო-ს წევრია და უკრაინას აწვდის ბაირახტარებს, კასეტურ ბომბებს და ჯვაშნიან მანქანებს „კირპი“. პარალელურად, ის აგრძლებს რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას, რაც დასავლეთის გაღიზიანებას იწვევს. კილიჩ დაროღლუ უფრო პროდასავლურ კანდიდატად არის მიჩნეული და მისი გამარჯვების შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ თურქეთი უფრო აქტიური გახდეს დასავლეთის ანტირუსულ სამხედრო სქემებში.
კილიჩ დაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში, რომელიც უფრო პროდასავლურ კანდიდატად არის მიჩნეული, ხომ არ იზრდება საფრთხე საქართველოსთვის და საერთოდ, როგორ იმოქმედებს კავკასიაზე ერდოღანის წაგება?
- ერდოღანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება დასავლეთის მოთხოვნას აქტიურად ჩაერთოს ომში. მან განაცხადა, რომ დასავლეთი მოითხოვს მისგან ომში ჩაბმას და, რომ ის ამას არ დაუშვებს. თურქულ პრესაში იყო საუბარი თურქეთის მიერ ყირიმში სადესანტო ოპერაციის განხორციელების შესახებ მოთხოვნაზე. ერდოღანმა უკრაინის მოვლენებს ომის სტატუსი მისცა, რაც ნიშნავს, რომ ამოქმედდა მონტრეს კონვენცია შავი ზღვის სრუტეების შესახებ. ამ კონვენციით, შავი ზღვის რეგიონში ომის დროს სრუტეები იკეტება სამხედრო გემებისთვის და მათი გატარება არ მოხდება.
აღნიშნულით დასავლეთი უკმაყოფილოა, რადგან ვერ შეჰყავს სამხედრო ფლოტი შავ ზღვაში, ხოლო რუსეთს კი კასპიის ფლოტილიის შავ ზღვაში გადმოყვანა შეუძლია ვოლგა-დონის არხით. ერდოღანის პოზიცია თურქეთის ომში ჩაურთველობის შესახებ ჩვენთვის მისაღებია, რადგან შავი ზღვის რეგიონის და კავკასიის შემდგომი მილიტარიზაცია ჩვენი ომში ჩართვის ალბათობას ზრდის. მეორე ფრონტის საქართველოში გახსნის მოთხოვნით, ზეწოლა საქართელოზე უზარმაზარია. ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა არაერთხელ ისაუბრა. ამის შესახებ გვამცნო ბიძინა ივანიშვილმაც წინა წლის ივლისში გაკეთებული განცხადებით. ეს კი უკვე ძალიან სერიოზულია. დასავლეთმა უკვე გვაომა 2008 წელს, თავისი მარიონეტის მეშვეობით და მსგავსი კატასტროფული შეცდომა ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ.
სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას რა შემთხვევაში აქვს აზრი?
- მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ თურქეთი შექმნის სტაბილურ სახმელეთო კორიდორს საქართველოში იარაღის და ცოცხალი ძალის შემოსასვლელად. ერდოღანი ამას არ აკეთებს. კილიჩ დაროღლუ კი შესაძლოა ამაზე წავიდეს. ქართული ჯარი პატარაა - სულ ოთხი ბრიგადაა, სააკაშვილმა რუსების მოთხოვნით, ფლოტი და ავიაცია გააუქმა ომის შემდეგ, ამიტომ რუსებთან შეტაკებას დიდხანს ვერ გავუძლებთ.
აქედან გამომიდნარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ისლამისტ ჯიჰადისტებს გამოაგზავნიან, რომლებიც საქართველოს მთებში ავღანური სტილის პარტიზანული ომის წარმოებას დაიწყებენ, რომელიც, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს. 100,000 ისლამისტი ჯიჰადისტის დაქირავება-მოგროვება უპრობლემოდ შეიძლება იდლიბში, ისლამური „სახელმწიფოს ნაშთებისგან“, დასავლეთის მოკავშირე „სირიის თავისუფალი არმიისგან“, ავღანელი მოჯახედებისგან და სხვა.
ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ქართული სახელმწიფოს დასასრული იქნება, რომელსაც მოყვება ქართველი ხალხის ფიზიკური განადგურება და მილიონზე მეტი ადამიანის დევნილად ქცევა. ჩვენი ქალქები კი გამოყენებული იქნება ციხესიმაგრეებად, დაახლოებით ისე, როგორც ეს მარიუპოლში მოხდა ან ბახმუტში ხდება.
როგორ ფიქრობთ, საქართველოში რა ჯგუფი უჭერს პროცესების ამ სცენარით განვითარებას მხარს?
- სამწუხარო საყურებელია, როცა ვხედავთ, რომ ასეთ სცენარს ხელს აწერს ქართული ლიბერალური ოპოზიცია, უცხო ქვეყნის სამსახურში და კმაყოფაზე მყოფი ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება (რეალურად „მეხუთე კოლონა“) და უცხოურ გრანტებზე გამოზრდილი ე.წ. ახალი ლიბერალური „ელიტა“ ვითომ მწერლების, პოეტების, მსახიობების, ზერელედ მოაზროვნე ჟურნალისტების და მთავარი ბიბლიოთეკარის სახით. მათ მხოლოდ საკუთარი უცხოური გრანტები და ხელფასები ადარდებთ. ასეთი სცენარი ყველაზე უარესია, კატასტროფაა ჩვენთვის, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ეს არ უნდა დავუშვათ.
ჩემთვის პატივსაცემმა კაცმა, ხელოვანმა ზაზა პაპუაშვილმა მოწოდება გააკეთა, რომ ქართველობა 30 აპრილს, 6 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ და ერთმანეთს სათქმელი ვუთხრათ, ვაჩვენოთ შიდა თუ გარე ძალებს ქართველთ ერთობა. აუცილებლად უნდა მოვიდეს ყველა, ვისთვისაც ძვირფასია უღუბრლო ცა ჩვენი შვილებისთვის. უმჯობესია შევეწიროთ ახლა ამ ბრძოლას რამდენიმე ათეული ადამიანი, ვიდრე შეეწიროს მთელი ერი. პირადად მე ასეთი ბრძოლისთვის მზად ვარ და ჩემს გარშემოც ვხედავ ერის კაცებს, ვინც თავს გადადებს ქვეყნისთვის. ამის ძალას ჩვენი შვილები, წინაპართა სულები და ღმერთი გვაძლევს.
ჩათვალეთ რო მუხის ქვეშ ვარ წამოწოლილი და გულს ვიფხან---- გარდი გარდმოც და აღმა დაღმაც............იიიიიიიფ
მინიმუმ 15 წელია კოლუმბის მოკითხვებში ვარ ..... მაგრამ ეხლა რომ სიტყვას აღარც მათქმევინებენ და უჩემოდ მიდის ეს კაი საქმე..... ის მსიამოვნებს ძალიან
ისე კოლუმბს დიდი დღე აღარც უწერია... მაქსიმუმ 2 წელს ვაძლევ რო მაგათ იმპერიამ სული გაააფრთხოს,
მერე კი მხედრიონი ..... მხედრიონის დროც დაუდგებათ