პოლონეთის პრემიერი: თუ უკრაინა რუსეთთან ომში დამარცხდება, ჩინეთმა ტაივანში მალევე შეჭრა შეიძლება გადაწყვიტოს

პოლონეთის პრემიერი: თუ უკრაინა რუსეთთან ომში დამარცხდება, ჩინეთმა ტაივანში მალევე შეჭრა შეიძლება გადაწყვიტოს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ თუ უკრაინა რუსეთთან ომში დამარცხდება, ჩინეთმა ტაივანში მალევე შეჭრა შეიძლება გადაწყვიტოს.

„ღმერთმა არ ქნას, თუ უკრაინა დამარცხდება, თუ უკრაინას დაიპყრობენ, მეორე დღეს ჩინეთი, შესაძლოა, თავს დაესხას ტივანს“, - აღნიშნა მორავეცკიმ ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკურ ცენტრში სიტყვით გამოსვლისას.

„ვხედავ ძალიან ბევრ კავშირს, ძალიან ბევრ ურთიერთდამოკიდებულებას უკრაინაში არსებულ სიტუაციასა და ტაივანის სიტუაციას შორის“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.