პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრი, 21 წლის ჯეკ ტეიშეირა დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
„დღეს იუსტიციის დეპარტამენტმა დააკავა ჯეკ დუგლას ტეიშეირა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის არაავტორიზებული გადაცემის გამოძიებასთან დაკავშირებით. ტეიშეირა არის აშშ-ის საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრი“, - აღნიშნა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა.
7 აპრილს, პენტაგონის ოფიციალურმა პირმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ პენტაგონი უკრაინის შესახებ აშშ-ისა და ნატოს დაზვერვის სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას იძიებს.