ამერიკული დიპლომატია არ წყვეტს უნგრეთზე ზეწოლის მცდელობებს, რათა პრო-საომარი პოზიცია დავიკავოთ, მაგრამ ჩვენი მთავრობა კვლავ იმ აზრზე რჩება, რომ მშვიდობა ჩვენს საერთო ინტერესებშია, - გამოცემა The Budapest Times-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის საელჩო პირდაპირ აწარმოებს უნგრეთში კამპანიას, რომლის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ის პრო-საომარი კამპანიაა.
„ჩვენს საერთო ინტერესებშია, რომ დაიდოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიმართოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები. უნგრეთი არ დაექვემდებარება ამერიკის ზეწოლას. სიცოცხლეების გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტითა და მოლაპარაკებების განახლებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა არც ერთ მხარეს ომის მოგება არ შეუძლია“, - განაცხადა გულიაშმა.
მისივე თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციასთან ღიად დაკავშირებული ორგანიზაციები 2022 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს უნგრეთის ოპოზიციას აფინანსებდნენ, რაც უნგრეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას წარმოადგენს.