აშშ-ში თვლიან, რომ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში სიამოვნებით ატარებს კრემლის ინტერესებს - ამის შესახებ საუბარია სავარაუდოდ პენტაგონიდან გაჟონილ დოკუმენტებში.
დოკუმენტებში მოყვანილია გუტერეშისა და მისი მოადგილის პირადი საუბრები, მათ შორის „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების თაობაზე. როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, ამერიკული მხარე თვლის, რომ გაეროს გენმდივანი ზედმეტად კეთილგანწყობილია რუსეთის მიმართ და ძალისხმევას არ იშურებს მოსკოვის საექსპორტო შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის.
პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გუტერეშის მიდგომა, რომელიც ამ შეთანხმებაში სანქცირებული კომპანიების ჩართვას ითვალისწინებს, „ძირს უთხრის უფრო ფართო მცდელობებს, რომლებიც მმართულია რუსეთის პასუხისმგებლობაში მიცემაზე“.
7 აპრილს, პენტაგონის ოფიციალურმა პირმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ პენტაგონი უკრაინის შესახებ აშშ-ისა და ნატოს დაზვერვის სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას იძიებს.