ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, რუსეთი ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევის რისკის წინაშე დგას.
მისი თქმით, ეს რისკი მოსკოვს დასავლეთისგან იზოლაციის ფონზე ექმნება. შედეგად კი რუსეთი უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ჩინეთზე.
„თუ შევხედავთ რეალობას, დავინახავთ, რომ რუსეთი სულ უფრო დამოკიდებული ხდება ჩინეთზე და გარკვეულწილად დგას რისკის წინაშე, რომ ჩინეთის ეკონომიკური კოლონია გახდეს. ჩემი აზრით, ეს პუტინის რუსეთის მხრიდან საკუთარ კარში გატანილი გოლი იქნება“, - განაცხადა ბერნსმა.