CNN: პენტაგონი ჯერ კიდევ მუშაობს საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის მასშტაბის დასადგენად

CNN: პენტაგონი ჯერ კიდევ მუშაობს საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის მასშტაბის დასადგენად

საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, კრის მიგერმა განაცხადა, რომ პენტაგონი ჯერ კიდევ მუშაობს საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის მასშტაბის დასადგენად.

„თავდაცვის დეპარტამენტი მუშაობს, რათა განსაზღვროს გაჟონვის მასშტაბები, შეფასებული ზემოქმედება და ჩვენი ზომები. ჩვენ ჯერ კიდევ ვიძიებთ, თუ როგორ მოხდა ეს, ისევე როგორც საკითხის მასშტაბს“, - აღნიშნა კრის მიგერმა.

7 აპრილს, პენტაგონის ოფიციალურმა პირმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ პენტაგონი უკრაინის შესახებ აშშ-ისა და ნატოს დაზვერვის სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას იძიებს.