ისრაელში საპროტესტო გამოსვლები განახლდა

ისრაელში საპროტესტო გამოსვლები განახლდა

ისრაელში საპროტესტო გამოსვლები განახლდა. მთავრობის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმა თელ-ავივში ათობით ათასმა ადამიანმა გააპროტესტა.

აქციის მონაწილეებს ხელი ვერც მასშტაბური ტერორისტული აქტებისა და სარაკეტო თავდასხმების გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა შეუშალა. დემონსტრანტებმა პრემიერი ნეთანიაჰუ სასამართლოს უზურპაციის მცდელობაში დაადანაშაულეს.

საპროტესტო გამოსვლები ისრაელში 3 თვეზე მეტია გრძელდება.