ირანის ხელისუფლება ქალების ჩაცმულობის გაკონტროლების მიზნით საჯარო სივრცეში სათვალთვალო კამერებს აყენებს

ირანის ხელისუფლება ქალების ჩაცმულობის გაკონტროლების მიზნით საჯარო სივრცეში სათვალთვალო კამერებს აყენებს

ირანის ხელისუფლება ქალების ჩაცმულობის გაკონტროლების მიზნით საჯარო სივრცეში სათვალთვალო კამერებს აყენებს. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ახალი რეგულაციის მიზანი ჰიჯაბის ტარების ვალდებულებაა.

ქალების პროტესტი სექტემბერში ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას უკავშირდება. ის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა.