მარსელში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

მარსელში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთში, ქალაქ მარსელში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ოთხსართულიანი სახლი 9 აპრილის ღამეს ჩამოინგრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს აფეთქების შემდეგ მოხდა. მალევე დაიწყო ხანძარი, რამაც მაშველებს სამძებრო ოპერაციაში ხელი შეუშალა. დაზიანდა მეზობელი შენობებიც, ერთ-ერთი მათგანი ნაწილობრივ ჩამოინგრა.

ადგილობრივი ხელისუფლება აფეთქების ერთ-ერთ მიზეზად გაზის გაჟონვას განიხილავს.