რუსული რუბლი რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა

რუსული რუბლი რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა

უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსეთისთვის უმკაცრესი სანქციების დაწესების ფონზე, პირველად რუსული რუბლი რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა.

მოსკოვის ბირჟებზე გამართული ბოლო ვაჭრობის შედეგად დოლართან მიმართებაში რუსული ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა.

ერთი აშშ დოლარი 83 რუბლი ღირს. რუბლი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში - ერთი ევროს ღირებულება 92 რუბლს შეადგენს.