ტაივანის ლიდერის აშშ-ში ვიზიტის შემდეგ ჩინეთმა კუნძულის მახლობლად სამხედრო წვრთნები დაიწყო

ტაივანის ლიდერის აშშ-ში ვიზიტის შემდეგ ჩინეთმა კუნძულის მახლობლად სამხედრო წვრთნები დაიწყო

ჩინეთმა კუნძულის მახლობლად სამდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, მას შემდეგ რაც ტაივანის ლიდერი ცაი ინვენი აშშ-ს ეწვია და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს კევინ მაკარტის შეხვდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ჩინეთის არმიის აღმოსავლეთ სარდლობამ განაცხადა, რომ „მანევრები წარმოადგენს სერიოზულ გაფრთხილებას ტაივანის სეპარატისტული ძალების გარე ძალებთან შეჯახების წინააღმდეგ და აუცილებელია ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად“.

ტაივანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ჩინური მხარის ამ განცხადების შემდეგ მათ ტაივანის სრუტეს თავზე 42 ჩინური თვითმფრინავი დააფიქსირეს.