ფინეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა ქვეყნის პრეზიდენტს მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა განცხადება დააკმაყოფილა. მთავრობა მარინის ხელმძღვანელობით მოვალეობების შესრულებას ახალი კაბინეტის დანიშვნამდე გააგრძელებს. სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ნაციონალური კოალიციის“ ლიდერი პეტერ ორპო ახალი მთავრობის დაკომპლექტების თაობაზე კონსულტაციებს მომავალ კვირაში შეუდგება.

საპარლამენტო არჩევნები ფინეთში 2 აპრილს ჩატარდა. შედეგად, სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ სანა მარინის ხელმძღვანელობით მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. თავად მარინმა მალევე განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს.

მარინი პრემიერ-მინისტრი და თავისი პარტიის ლიდერი 2019 წელს გახდა.