ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მოძალადე ახალგაზრდები პირდაპირ იყვნენ დაკავშირებული რადიკალურ ოპოზიციასთან. ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული მოძალადე დაკავშირებული იყო ბოლშევიკურ „ტროიკასთან“. ეს არის ვაშაძის, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და ხოშტარიას სამეული. მე შეგახსენებთ, რომ ისინი არიან უცხოელი აგენტები, - განაცხადა „არული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისზე საუბრისას.
„საზოგადოებამ უნდა გაამახვილოს ამაზე ყურადღება, რატომ აწყობდნენ უცხოელი აგენტები შეთქმულებას საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ, რატომ ახორციელებდნენ შტურმს პარლამენტის შენობაზე, ვის წარმოადგენენ ასეთი მოძალადე ახალგაზრდები, ამ ყველაფერზე შეფასება უნდა გააკეთოს ქართველმა საზოგადოება. გიგაური და ლომჯარიაც არიან უცხოელი აგენტები. ასვე, ეს ახალგაზრდაც მოქმედებდა უცხოელი აგენტების ინტერესების კარნახით. მათი საერთო ინტერესები არის აბსოლუტურად გასაგები. მთავარია საზოგადოებამ იმოქმედოს საკუთარი ინტერესების შესაბამისად და მთავარია ამ ქვეყანაში აღსრულდეს კანონი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.