იმ ქვეყნის დამარცხება, რომელსაც 1600 ერთეული ბირთვული იარაღი აქვს, შეუძლებელია, - ამის შესახებ მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის პრეზიდენტმა ჯეფრი საქსმა განაცხადა.
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის მომხრე არ არის და პუტინის დამარცხება სურს, რაც მცდარი და არარეალისტური მიდგომაა.