კიევში საგანგებო ვიზიტით იაპონიის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. ფუმიო კიშიდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მანამდე იაპონიის პრემიერი ქალაქ ბუჩაში იმყოფებოდა, რომლის მცხოვრებლებსაც საოკუპაციო ძალები სასტიკად გაუსწორდნენ.
კიშიდამ უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და პირობა დადო, რომ ომისგან დაზარალებული ქვეყნის აღდგენის პროცესში იაპონია ძალისხმევას არ დაიშურებს.