საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე პანიკის შესაჩერებლად შვეიცარიული ბანკი „კრედიტ სუისი“ უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა, „იუბიესმა“ შეისყიდა. შვეიცარიის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შვეიცარიის მთავრობის შუამდგომლობით გაფორმებული შეთანხმება ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.
გავრცელებული ცნობის მიხედვით, „იუბიესი“ „კრედიტ სუისის“ შესასყიდად სამ მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს გადაიხდის, რაც დაახლოებით 60 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე ბანკის ღირებულება იყო პარასკევს, ბაზრების დახურვისას. გარიგების დროს „კრედიტ სუისის“ აქციონერებს ხმის უფლება ჩამოართვეს. ბაზრების დახურვისას „კრედიტ სუისი“ დაახლოებით რვა მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.