„გირჩის“ წევრი ჰერმან საბო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას რომ აქციებით მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოხსნას აპირებენ, არასერიოზულად მიიჩნევს.
„მას [მერაბიშვილს] და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქციებით რომ შეეძლოს მიხეილ სააკაშვილის გამოხსნა [ ციხიდან], ამას აქამდე იზამდნენ. ამიტომ ეს აქციებით დამუქრება, რომ ისეთ აქციებს ვიზამთ, მიშას გარეთ გამოვუშვებთ და არაღიარება იმ რეალობის, რა რეალობაშიც სააკაშვილი ციხეში ზის, არის ჩემი აზრით, ან თავის მოტყუება, ან შეცდომა“, - განაცხადა საბომ.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა, რომ აპირებენ დაიწყონ მასობრივი საპროტესტო აქციები.