„მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე” ქართველმა პოლიციელმა-ძიუდოისტებმა 2 წონით კატეგორიაში იბრძოლეს და 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. 100 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ზვიად ჩინჩალაძე გახდა, რომელიც ფინალში ყაზახ სპორტსმენს შეხვდა. დაძაბულ ორთაბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა შეძლო მოწინააღმდეგის დამარცხება და პირველი ოქროს მედალიც მოპოვა.
იმავე დღეს ქართველმა სპორტსმენმა უშანგი კუზანაშვილმა კი ვერცხლის მედალი 66 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა. იგი ფინალში შვეიცარიელ ძიუდოისტს შეხვდა და მეორე ადგილზე გავიდა.
ოლიმპიადაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით პოლიციელი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობს. წელს პირველად ოლიმპიადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 თანამშრომელი სპორტის 7 სახეობაში მონაწილეობას
ქართველი სპორსმენტები იმედოვნებენ, რომ მოპოვებულ 1 ოქროსა და 2 ვერცხლს სხვა მედლებსაც შემატებენ. ოლიმპიადა ჩრდოლოეთ ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში 1 აგვისტოს დაიწყო 12 აგვისტოს დასრულდება.