გიორგი ჩალაძე: ბრიფინგზე გამოსული იყვნენ „ვივამედის“ ექიმები თეთრი ხალათებით, რომელთაც ჯიბეები პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაუპატარავა

გიორგი ჩალაძე: ბრიფინგზე გამოსული იყვნენ „ვივამედის“ ექიმები თეთრი ხალათებით, რომელთაც ჯიბეები პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაუპატარავა

ბრიფინგზე გამოსული იყვნენ „ვივამედის“ ექიმები თეთრი ხალათებით, რომელთაც ჯიბეები პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაუპატარავა - ასე გამოეხმაურა ნაცმოძრაობის წევრი, გიორგი ჩალაძე კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიერ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

„დღეს ვიხილეთ  ექიმები, რომლებიც გამოსულები იყვნენ თეთრი ხალათებით, რომლებსაც ჯიბეები დაუპატარავა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ის ჯიბეები, სადაც ათეულობით ლარი გროვდებოდა ჯანდაცვის რეფორმებამდე და ჩააცვა სუფთა, გაწკეპილი, თეთრი ხალათები, დიდი ჯიბეების ნაცვლად, ბიუჯეტში შესატანი, სისტემური ანაზღაურება შემოიტანა. დღეს  ვნახეთ ეგზეკუტორები, რომლებიც ექიმების პირით გვესაუბრებიან და ეს იყო მცდელობა, რომ მოიხსნან პასუხისმგებლობა“- აღნიშნა გიორგი ჩალაძემ. 

amo არაა აუცილებელი ყოველ დღე ხალხს შეახსენო, რომ გვარს ამართლებ.
2 წლის უკან