ინგრედიენტები
1 ჭიქა წიწიბურა
2 ჭიქა წყალი
1/2 ჩ/კ მარილი
1/2 ცალი ჩაიოტი (მექსიკური კიტრი)
12 ცალი დიდი მწვანე ზეთისხილი
1 ცალი ყვითელი ბულგარული წიწაკა
1 ჭიქა დაჭრილი ბროკოლის ყვავილი
1/4 ჭიქა დაჭრილი წითელი ხახვი
50 გრამი დაჭრილი ნიგოზი
1/2 ჭიქა დაჭრილი ახალი კამა
2 ჩ/კ დაჭრილი ახალი პიტნა
1 ცალი ლაიმის წვენი
2 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი
1 ს/კ ზეითუნის ზეთი
1/2 ჩ/კ მარილი
1/2 ჩ/კ შავი პილპილი
მომზადება
გაზქურაზე პატარა ქვაბში მოათავსეთ წყალი და ½ ჩ/კ მარილი და აადუღეთ. ჩაყარეთ წიწიბურა, შეამცირეთ ტემპერატურა, დააფარეთ და ხარშეთ წყლის შეწოვამდე, დაახლოებით 10 წუთით.
ახადეთ თავსახური და გააცივეთ სულ მცირე 30 წუთით. შეგიძლიათ წიწიბურა წინა ღამითაც მოხარშოთ და შემდეგ მთელი ღამით გააციოთ.
ყველა ინგრედიენტი: წვრილად დაჭრილი ჩაიოტი(შეგიძლიათ, ჩვეულებრივი კიტრიც გამოიყენოთ), ოთხად გაჭრილი უკურკო მწვანე ზეთისხილი, დაჭრილი პატარა ყვითელი ბულგარული წიწაკა, ბროკოლის ყვავილი, წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი, ნიგოზი, ახალი კამა და პიტნა, ლაიმის წვენი, ძმარი, ზეითუნის ზეთი, ½ ჩ/კ მარილი, შავი პილპილი და ცივი წიწიბურა გადაიტანეთ დიდ თასში. ურიეთ კარგად შერევამდე.
მიირთვით მომზადებისთანავე ან შედგით მაცივარში რამდენიმე საათით, რათა არომატები კარგად გაუჯდეს.