დავით მათიკაშვილი: როგორც კი ივანიშვილმა საქართველოს ომში ჩართვის საკითხზე თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა, კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა შანტაჟი, რომელიც ამ ადამიანის მიმართ არის, რაც კარგად ჩანს „კრედიტ სუისის“ საქმეში

დავით მათიკაშვილი: როგორც კი ივანიშვილმა საქართველოს ომში ჩართვის საკითხზე თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა, კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა შანტაჟი, რომელიც ამ ადამიანის მიმართ არის, რაც კარგად ჩანს „კრედიტ სუისის“ საქმეში

როგორც კი ივანიშვილმა საქართველოს ომში ჩართვის საკითხზე თავისი პოზიცია მკაფიოდ და ცალსახად დააფიქსირა, კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა შანტაჟი და წინააღმდეგობა, რომელიც ამ ადამიანის მიმართ არის, რაც კარგად ჩანს „კრედიტ სუისის“ საქმეში, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მიდის შესაბამისი ზეწოლა, შანტაჟი, იდგმება ნაბიჯები, რომ რაღაც ფორმით საქართველო ჩართონ საომარ მოქმედებებში. საქართველოს ხელისუფლებამ ომის დაწყების პირველივე დღიდან ხმამაღლა განაცხადა, რომ ომში მყოფ უკრაინას უჭერს მხარს პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად, მაგრამ არ აპირებს სამხედრო კონფლიქტში ჩართვას და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს. ეს ფრაზა როგორც კი ითქვა და როგორც კი გლობალურმა ძალამ შეატყო ჩვენს ხელისუფლებას, რომ საქართველო არ აპირებდა საკუთარი ერისთვის ძალიან სახიფათო თამაშში შესვლას, დაიწყო კამპანიის მთელი კასკადი, რომლის მიზანსაც ხელისუფლების პოზიციის შეცვლა წარმოადგენდა. როგორ უნდა შეიცვალოს დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ პოზიცია? ერთადერთი შანსი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე რაიმე სახის გავლენა მოხდეს, მათი აზრით, არის ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება კვლავ ხელისუფლებაში და მისი მხრიდან იმ ინიციატივების ლობირება, რომელიც საქართველოს ომში ჩართვას გულისხმობს. როგორც კი ივანიშვილმა ამის შესახებ მკაფიოდ და ცალსახად დააფიქსირა თავისი პოზიცია, კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა შანტაჟი და წინააღმდეგობა, რომელიც ამ ადამიანის მიმართ არის, რაც კარგად ჩანს „კრედიტ სუისის“ საქმეში“, - აცხადებს მათიკაშვილი.