უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.
„ამათ პრეტენზია ჰქონდათ, რომ ქვეყანა ემართათ. ჩვენ ვნახეთ მათი მართული ქვეყანა2012 წლამდე. წარმოიდგინეთ ეს არაადეკვატურები ახლა რომ შიმშილობენ, რომ ერთმანეთს ხმა გააგონონ, ამათთვის რომ მიგვეცა სახელმწიფო სამართავად“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
ელენე ხოშტარია პროტესტის ამ ფორმას ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს. ამოცანად კი არჩევნების ბოიკოტს და ამ გადაწყვეტილების ირგვლივ გაერთიანებას ასახელებს.