კახა კალაძე „კრედიტ სუისზე“: რაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხდება, არის პირდაპირ რეკეტი

კახა კალაძე „კრედიტ სუისზე“: რაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხდება, არის პირდაპირ რეკეტი

რაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხდება, არის პირდაპირ რეკეტი. რასაც დღეს ვხედავთ, ვაწყდებით, არის კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ის, რაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხდება, არის პირდაპირ რეკეტი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ხდება ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ვსაუბრობდით დემოკრატიაზე, მივისწრაფვოდით და მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს ვაკეთებდით, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამდით. ის, რასაც დღეს ვხედავთ, ვაწყდებით, არის კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელი“, - აღნიშნა კალაძემ.

იურიდიული ფირმა MKD Law „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი მორიგი მწვავე სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე განმეორებითი უარის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.