მოვლენათა განვითარება და ფაქტობრივ გარემოებათა ჯაჭვი იძლევა მხოლოდ ერთადერთი ლოგიკური დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტი არამხოლოდ ლახავს ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების ინტერესებს, არამედ მიზანმიმართულად ზიანს აყენებს საკუთარ ბანკსა და საერთოდ შვეიცარიულ საბანკო სისტემას, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ გადაცემა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„როგორც ჩანს, მათი მხრიდან მთავარია რაღაც დაასახელო მიზეზად, რატომ არ ასრულებენ ან რატომ ცდილობენ გააჭიანურონ თავიანთი ვალდებულებების შესრულება“, - განაცხადა კალანდაძემ.