კარტოფილის პიურე

კარტოფილის პიურე

ინგრედიენტები

1 1/2  კგ. კარტოფილი

1/2  ჩ/კ მარილი

2   ს/კ კარაქი ან მარგარინი

2   შეკვრა დარბილებული კრემ ყველი

2/3  ჭიქა არაჟანი

1/4  ჭიქა რძე

3/4  ჩ/კ მარილი

1   ს/კ გამდნარი კარაქი ან მარგარინი

1/2  ჩ/კ პაპრიკა

მომზადებ

კარტოფილი(დაახლ. 4 ცალი დიდი ) ქვაბში მოათავსეთ, წყლით დაფარეთ და ½ ჩაის კოვზი მარილი დაუმატეთ.

მიიყვანეთ დუღილამდე; დააფარეთ, ტემპერატურა საშუალომდე შეამცირეთ და დაბალ ცეცხლზე 25 წუთით ან კარტოფილის დარბილებამდე ადუღეთ.

გადაწურეთ. კარტოფილი გაფრცქვენით; დიდ სათქვეფ ქვაბში მოათავსეთ და კარტოფილის საზელით ჩასრისეთ.

დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი კარაქი, კრემ ყველი (85 გრ. შეკვრა) , არაჟანი, რძე და ¾ ჩაის კოვზი მარილი. ზილეთ კარგად, ინგრედიენტების შერევამდე.

მიღებული ნაზავი მსუბუქად ცხიმმოსმულ 30X20X5სმ ზომის საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ.

ზემოდან გამდნარი კარაქი წაუსვით და პაპრიკა მოაყარეთ. შემდეგ გამოაცხვეთ, ან დააფარეთ და მაცივარში შედგით.

თუ მაცივარში შედებთ, ცხობამდე 30 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

დაუფარებლად აცხვეთ 175 C-ზე, 30 წუთით. გემრიელად მიირთვით!