ინგრედიენტები
15 ჭიქა წყალი
1 ს/კ მარილი
7 ცალი საშუალო კარტოფილი
3 ცალი თხლად დაჭრილი სტაფილო
1/2 ჭიქა სპაგეტი ან პასტა
1/2 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი
2 ღერი წვრილად დაჭრილი ნიახური
3 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 ცალი ათქვეფილი კვერცხი
2 ს/კ დაჭრილი კამა
დაფქული შავი პილპილი
900 გრამი ღორის ხორცის ფარში
1/2 ჩ/კ დაფქული შავი პილპილი
2 ს/კ მარილი
1 ცალი დიდი კვერცხი
1/2 თავი დაჭრილი ხახვი
1/4 ჩ/კ გამხმარი ქონდარი
1/4 ჩ/კ გამხმარი რეჰანი
მომზადება
მაღალ ტემპერატურაზე დიდ ქვაბში ჩაახსით 15 ჭიქა წყალი. დაუმატეთ 1 ს/კ მარილი და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. აადუღეთ და 10 წუთით ხარშეთ.
ამასობაში, სტაფილო დაჭერით და კარტოფილს დაუმატეთ.
დაუმატეთ ½ ჭიქა სპაგეტი ან პასტა (სურვილისამებრ).
ღორის ხორცის ფარში დიდ თასში მოათავსეთ. დაუმატეთ ½ თავი დაჭრილი ხახვი, ქონდარი, რეჰანი, შავი პილპილი, 2 ჩ/კ მარილი და 1 ცალი კვერცხი. კარგად აურიეთ.
ხელით ფარშის ნაზავისაგან პატარა გუნდები გააკეთეთ და სუპის ქვაბში მოათავსეთ.
საშუალოზე მაღად ტემპერატურაზე გააცხელეთ ტაფა. დაუმატეთ 3 ს/კ ზეითუნის ზეთი, წვრილად დაჭრილი ნიახური და ½ თავი დაჭრილი ხახვი. თუშეთ დარბილებამდე. შემდეგ სუპს დაუმატეთ.
ოდნავ ათქვეფილი კვერცხი სუპს დაუმატეთ და თან მუდმივად ურიეთ, რომ კვერცხი არ შეიკრას.
დაუმატეთ 2 ს/კ კამა. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.