ინგრედიენტები
სტაფილო
ხახვი
წითელი ბულგარული
კამა
ქინძი
ნიგოზი + ბაჟეს სუნელები
მომზადება
სტაფილო მოვხარშოთ, შემდეგ კი დავჭრათ პატარა კუბებად.
ცალკე ტაფაში მოვხრაკოთ ჯერ ხახვი, შემდეგ კი დავამატოთ სტაფილო და კუბებად დაჭრილი წითელი ბულგარული, ეს ყველაფერი ერთად მოვხრაკოთ.
ცალკე გავაკეთოთ ბაჟე (სქელი მასა უნდა მივიღოთ) და შევაზილოთ სტაფილოიან მასას.
ბოლოს მოვაჭრათ კამა, ქინძი და ვუქნათ მარილი.