ინგრედიენტები
6 ცალი გათლილი კარტოფილი
1/2 ჭიქა კარაქი
1/4 ჭიქა ფქვილი
3 ჭიქა რძე
მარილი
პილპილი
მომზადება
კარტოფილი დაჭერით და წყალში მოხარშეთ.
როცა მოიხარშება, წყალი გადაწურეთ და კარტოფილს კარაქი დაუმატეთ.
როცა კარაქი გალღვება დაუმატეთ ფქვილი. ურიეთ, რათა კარაქი და ფქვილი კარგად შეერიოს(მიიღებთ ცომისმაგვარ მასას).
დაუმატეთ რძე.
ფრთხილად ურიეთ. როცა ადუღდება, დაუწიეთ გაზქურას და აღუღეთ დაბალ ტემპერატურაზე, სუპის გასქელებამდე.
შეაზავეთ მარილითა და პილპილით. გემრიელად მიირთვით!