ინგრედიენტები
4 კბილი დაკეპილი ნიორი
1 ჭიქა ზეითუნის ზეთი
1/2 ჭიქა წვრილად დაჭრილი რეჰანი
2 ს/კ ძმარი
1 ს/კ ვორჩესტერის სოუსი
1/2 ჩ/კ ცხარე საწებელი
900 გრამი უმი კრევეტები
მომზადება
თასში, კრევეტების გარდა, ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.
დაუმატეთ გაფრცქვნილი კრევეტები და ამოურიეთ.
დააფარეთ და კრევეტები მარინადში 2–3 საათით გააჩერეთ – შედგით მაცივარში და დროდადრო მოურიეთ.
შემდეგ მარინადიდან ამოიღეთ და მარინადი გადაინახეთ.
კრევეტები ხის შამფურებზე წამოაგეთ. წვით გრილზე 3–4 წუთით თითოეულ მხარეს, თან ხშირ–ხშირად მოასხურეთ მარინადი.