ინგრედიენტები
340 გრამი დარბილებული კრემ–ყველი
2 ჩ/კ თაფლი, გაყოფილი
1/2 ჭიქა გამდნარი შოკოლადი
2 წვეთი ვარდისფერი საკვები საღებავი
3 ცალი ვაშლი
ფერად–ფერადი მოსაყრელები
მომზადება
კრემ–ყველი სამ თანაბარ ნაწილად გაყავით და ჯამებში მოათავსეთ.
კრემ–ყველს ერთ თასში დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი, მეორეში გამდნარი შოკოლადი, მესამეში კი დარჩენილი თაფლი და ვარდისფერი საკვები საღებავი. თითოეულ ჯამს კარგად მოურიეთ.
ვაშლი თხლად დაჭერით და შუაგული მრგვლად ამოაჭერით.
მიღებული ნაზავები ვაშლებზე გადაუსვით და მოაყარეთ ფერად–ფერადი ტკბილეული.