ყვავილოვანი კომბოსტოს კრემ–სუპი

ყვავილოვანი კომბოსტოს კრემ–სუპი

ინგრედიენტები

350   გრამი ბეკონი

1   ცალი საშუალო ხახვი

4   ცალი საშუალო კარტოფილი

1   თავი საშუალო ყვავილოვანი კომბოსტო

7   ჭიქა თბილი წყალი

1   ჭიქა სქელი ნაღები

4   ჩ/კ მარილი, ან გემოვნებით

1/2  ჩ/კ დაფქული შავი პილპილი

1/2  ჩ/კ კაიენის წიწაკა, ან გემოვნებით

2 1/2  ჭიქა სიმინდის მარცვლები

1   ს/კ დაჭრილი ოხრახუში

მომზადებ

დაჭრილი ბეკონი საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე დიდ ქვაბში შებრაწეთ. თეფშზე დააფინეთ ქაღალდის ხელსახოცი და შემწვარი ბეკონი ზედ დააწყვეთ.

დაჭრილი ხახვი ქვაბში ჩაყარეთ და თუშეთ 5 წუთით (შეგიძლიათ მოთუშოთ ბეკონის ცხიმში).

დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი და ყვავილოვანი კომბოსტო, 7 ჭიქა თბილი წყალი, 4 ჩ/კ მარილი, ½ ჩ/კ შავი პილპილი და კაიენის წიწაკა გემოვნებით. მოურიეთ და აადუღეთ. დაუმატეთ 1 ჭიქა ნაღები, შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე თავსახურის გარეშე, კარტოფილის მოხარშვამდე (15 წუთით).

ამასობაში, მოხარშეთ სიმინდის მარცვლები. გადაწურეთ და დააფარეთ რომ არ გაცივდეს. (შეგიძლიათ გამოიყენოთ დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები).

სუპი ბლენდერში ნაწილ–ნაწილ გადაიტანეთ და დააბლენდერეთ გლუვი მასის მიღებამდე. შემდეგ ისევ ქვაბში გადმოიტანეთ. მირთმევისას მორთეთ შემწვარი ბეკონით, სიმინდის მარცვლებით და წვრილად დაჭრილი ოხრახუშით.