უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ნიკოლაი ტიშჩენკო, ტაილანდში გამგზავრების გამო, პარტიიდან გარიცხეს. როგორც ტაილანდში უკრაინის საელჩოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტიშჩენკოს 27 იანვარს ბანგკოკში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
ნიკოლაი ტიშჩენკოს ტაილანდში გამგზავრებას გამოეხმაურა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამია და პარტიის თავმჯდომარე ოლენა შულიაკს მისი პარტიიდან გარიცხვისაკენ მოუწოდა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით და პრეზიდენტ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინელ სახელმწიფო მოხელეებს, მათ შორის დეპუტატებს საომარ პერიოდში ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ, გამონაკლისს მხოლოდ სამსახურებრივი მივლინებები წარმოადგენს.