ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ Leopard-ის ტანკები მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობებს.
„ჩვენ ვნახეთ, როგორ აშენებენ რუსები სიმაგრეებს. თუ ჩვენ გვსურს, რომ უკრაინამ შეძლოს დაიცვას თავი რუსეთის მოახლოებული თავდასხმებისგან, ჩვენ ვიცით, რომ რუსები გეგმავენ ახალ თავდასხმებს და ასევე, თუ გვინდა, რომ უკრაინამ შეძლოს ტერიტორიის დაბრუნება, ჩვენ უნდა მივცეთ მათ მეტი ჯავშანტექნიკა, უფრო მძიმე და თანამედროვე იარაღი“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
გერმანია უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს მიაწვდის. ამის შესახებ დღეს გერმანიის მთავრობაში განაცხადეს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ უკრაინა Leopard-ის პირველ ტანკებს დაახლოებით სამ თვეში მიიღებს.