ვოლოდიმირ ზელენსკი: არ მესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში. პუტინთან შეხვედრა არ მაინტერესებს, ის ჩემთვის არავინაა

ვოლოდიმირ ზელენსკი: არ მესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში. პუტინთან შეხვედრა არ მაინტერესებს, ის ჩემთვის არავინაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას არ ესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში, ხოლო ვლადიმირ პუტინი მისთვის არავინაა, ამიტომ მასთან მოლაპარაკებების აზრს უკრაინის პრეზიდენტი ვერ ხედავს. ამის შესახებ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ პუტინთან პირისპირ შეხვედრამ ომი დაასრულოს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს მისთვის საინტერესო არაა.

„ჩემთვის არაა საინტერესო მასთან შეხვედრა და საუბარი. რატომ? იმიტომ რომ გვქონდა შეხვედრა ნორმანდიულ ფორმატში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე. მე დავინახე ადამიანი, რომელმაც თქვა ერთი რამ და სრულიად საპირისპირო გააკეთა. მე არ მესმის - ეს მისი გადაწყვეტილებებია თუ ვინმე სხვის? რისთვის შეხვდე, ხელი რომ ჩამოვართვა? ეს არაა საინტერესო. შევხვდე, რომ ვესაუბრო? მე მართლა არ მესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში. ვინ არის პუტინი ახლა? სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩემთვის ის არავინაა. მას არ სურს მოლაპარაკებები, იმიტომ რომ მას არ სურს მშვიდობა. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მისთვის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. უკრაინის შემდეგ იქნება შემდგომი ნაბიჯები და სხვა ქვეყნები, თუ ჩვენ ერთიანობას ვერ შევინარჩუნებთ. მე მგონია, რომ შევძლებთ, მივიღებთ დახმარებას და გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.