ზელენსკიმ და მაკრონმა ომის დასრულებისკენ მიმართული დიპლომატიური ნაბიჯები განიხილეს

ზელენსკიმ და მაკრონმა ომის დასრულებისკენ მიმართული დიპლომატიური ნაბიჯები განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარში ომის დასრულებისკენ მიმართული დიპლომატიური ნაბიჯები განიხილეს.

„მადლობას გადავუხადე [მაკრონს] მსუბუქი ტანკებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის. განვიხილეთ დიპლომატიური ნაბიჯები ომის დასრულების მიზნით. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რუსეთიდან სპორტსმენებისთვის 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ადგილი არ არის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.