უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, რომელიც 2022 წლის ბოლოს ესპანეთში შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის პროკურატურასა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მათი ცნობით, მას შემდეგ, რაც სიმონენკოს დასვენების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, მას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს. სიმონენკომ შვებულება ოჯახთან ერთად ქალაქ მარბელიაში გაატარა, სადაც ახალი წელი აღნიშნა.
გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო თანამდებობის პირებს უკრაინის საზღვრებს გარეთ გასვლა მხოლოდ სამსახურებრივი მიზნით შეეძლებათ. ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკადრო ცვლილებები დააანონსა.