კალიფორნიაში, ქალაქ ჰალფ მუნ ბეიში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივმა 67 წლის ჟაო ჩანლიმ 7 ადამიანი მოკლა. პირველი 4 მსხვერპლი სოკოს ქარხანაში აღმოაჩინეს, კიდევ 3 კი მოგვიანებით, გადამზიდ კომპანიაში. ერთი ადამიანი დაჭრილია, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ეჭვმიტანილი პოლიციას თვითონ ჩაბარდა. მისი მოტივები ამ ეტაპზე უცნობია.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს კალიფორნიაში მეორე ასეთი შემთხვევაა. კვირას, ქალაქ მონტერეი პარკში სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.