კალიფორნიის პოლიციამ დაადგინა იმ კაცის ვინაობა, ვინც ლოს-ანჯელესის მახლობლად, ჩინური ახალი წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 10 ადამიანი მოკლა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 72 წლის ჰუ კან ტრანი სამართალდამცველებმა დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით 50 კილომეტრში, თეთრ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. მან თავი მოიკლა. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
შემთხვევა გუშინ, ლოს-ანჯელესის მახლობლად, ქალაქ მონტერეი პარკში მოხდა, სადაც მთვარის კალენდრით ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიება იმართებოდა. ადგილობრივი დროით 22:20 წუთზე შეიარაღებულმა კაცმა ერთ-ერთ საცეკვაო სტუდიაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაიჭრა.