თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილზე ერთი თვით ადრე, 14 მაისს გაიმართება.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 18 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პრეზიდენტმა ერდოღანმა მანამდე მიანიშნა, რომ კენჭისყრის თარიღი, შესაძლოა, გადმოწეულიყო.
როგორც დასავლური მედია წერს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დაძაბული იქნება და ერდოღანისთვის ორი ათწლეულის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ყველაზე სერიოზულ გამოცდად განიხილება.