არგენტინისა და ბრაზილიის მთავრობები ბუენოს-აირესში დაგეგმილ სამიტზე ერთიანი ვალუტის შექმნაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
როგორც მოსალოდნელია, შეხვედრის შემდეგ, ქვეყნები ახალი სავალუტო ზონის შესაქმნელად მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების შესახებ განაცხადებენ, რომელიც ევროზონის შემდეგ, სიდიდით მეორე გახდება.
როგორც გამოცემა წერს, ახალ ვალუტას შესაძლოა Sur ეწოდოს. მისი მიზანია რეგიონულ ვაჭრობას ხელი შეუწყოს და დოლარზე დამოკიდებულება შეამციროს.